სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცეზარი“ - ბერძნული სალათა

მასალა:

სალათის ფოთლები - 300 გრ

პური - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური )

ნიორი - 1 კბილი

ზეითუნის ზეთი - 50 მლ

ლიმონის წვენი - 1 ცალი ლიმონისგან

კვერცხი - 1 ცალი

ყველი "პარმეზანი" - 2 ს/კ

მარილი - გემოვნებით

შავი წიწაკა - გემოვნებით

გავრეცხოთ სალათის ფოთლები, გავაშროთ და შევინახოთ მაცივარში. ორცხობილა ჯობია გაკეთდეს გამხმარი პურისგან. ამისათვის ვჭრით პურს პატარა კუბიკებად და ვაშრობთ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ამ დროის განმავლობაში 2-ჯერ გადავატრიალოთ. ნიორი გავჭყლიტოთ, ჩავდოთ ზეთში და დავტოვოთ 15 წუთით. ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი და ჩავდოთ ნიორი და შევწვათ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მანდვე შევწვათ ორცხობილაც, სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ ნაჭრებად. მაცივრიდან ვიღებთ სალათის ფოთლებს, ვანაწევრებთ ხელებით და ვდებთ თეფშზე. დავასხთ ზემოდან ზეითუნის ზეთი, დავამატოთ მარილი, წიწაკა, დავასხთ ლიმონის წვენი. დავაყაროთ გახეხილი ყველი და კვერცხი და კარგად ავურიოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100