უნგრულად შემწვარი ხორცი

მასალა:

4 ნაჭერი ხორცი (თითოეული 180 გრამი წონის)

80 გრამი ცხიმი

1 თავი ხახვი

1 ჭიქა წითელი ღვინო

150 გრამი მოხარშული სოკო

ცოტა ფქვილი

ცოტა წითელი პილპილი

მარილი, პილპილი

1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა ან 1-2 ცალი პამიდორი

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში, სწრაფადვე შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში. გადმოვიღოთ ტაფიდან და დარჩენილ ცხიმში შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ წითელი პილპილი, ტომატ-პასტა ან ნაჭრებად დაჭრილი ცოცხალი პამიდორი. დავასხათ ღვინო და რამდენიმე წუთით დავდგათ ცეცხლზე მოსაშუშად. ხორცი გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ სოუსი ან წყალი, რომ დაფაროს ხორცი. როდესაც ხორცი დარბილდება, დავამატოთ დაჭრილი სოკო, რომლებიც წინასწარ უნდა შევწვათ. მიღებული კერძი სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად უნდა მივიტანოთ.

კომენტარი