სუპი ბლინებით

მასალა:

1 ჭიქა ტომატის წვენი

2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

2 ლიტრი ხორცის ბულიონი

12 ცალი პატარა ტორტილიასი

2 ცალი კვერცხი

შიგთავსისათვის:

მოხარშული ქათმის ხორცი

სხვადასხვა სახის ბოსტნეული

კარაქი ან გახეხილი ყველი

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ ტომატის წვენი და ვხარშოთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. დავასხათ ბულიონი და წამოვადუღოთ ეს მასა. შემწვარი ტორტილიასი ამოვავსოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცით, ბოსტნეულითა და გახეხილი ყველით, დავახვიოთ რულეტისებურად. თითოეულ თეფშზე დავაწყოთ 3-3 ცალი რულეტი, დავასხათ ცხელი ბულიონი, ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი.

კომენტარი