ინგლისური ტორტი ჩაისთან

მასალა:

125 გრამი კარაქი
125 გრამი შაქარი
160 გრამი კარტოფილის ფქვილი
25 გრამი ფქვილი
3 ცალი კვერცხი
60 გრამი ნუში
75 გრამი დაშაქრული ალუბალი
2 სუფრის კოვზი წვრილი ქიშმიში
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ცუკატები
2 სუფრის კოვზი რომი
½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
½ პაკეტი ვანილი
½ ჩაის კოვზი სოდა
ცოტა მარილი

მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და ვანილი ერთად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კარტოფილის ფქვილი, ხორბლის ფქვილი, მარილი, სოდა და კვერცხები. ნუში გავასუფთავოთ, გავხეხოთ და გარეცხილ და გასუფთავებულ ქიშმიშსა და ცუკატებთან ერთად დავუმატოთ ცომს. ალუბალი დავჭრათ, მოვაყაროთ ფქვილი რომთან ერთად დავუმატოთ ცომს. მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში და საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში.

კომენტარი