სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქათმის სალათი კიტრით

მასალა:

ქათმის ფილე - 200 გრამი

კიტრი - 2 ცალი

სეზამის მარცვლები

კვერცხი - 1 ცალი

მარილი

წიწაკა

სოიოს სოუსი - 2 სუფრის კოვზი

ზეითუნის ან მცენარეული ზეთი - 2 სუფრის კოვზი

6 პროცენტიანი ძმარი - 1 ჩაის კოვზი

მარილი

შაქარი - ¼ ჩაის კოვზი

ნიორი - 2 კბილი

ოხრახუში

მომზადების წესი:

ქათმის ფილე დავწეწოთ. კიტრი გავრეცხოთ , გავაშროთ და საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ავურიოთ ქათმის ხორცი და კიტრი ერთმანეთში და 1 საათით სიგრილეში მოვათავსოთ. გამოვაცხოთ კვერცხის „ბლითი“. კვერცხი ერთი მწიკვი მარილით კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში და კიდევ ერთხელ ავურიოთ. გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე დავასხათ კვერცხი და გამოვაცხოთ თხელი „ბლითი“. მზა მასალა გადმოვიღოთ ტაფიდან, გავაციოთ და წვრილ და გრძელ ნაჭრებად დავჭრათ. სალათის ფურცლები გავრეცხოთ, გავაშროთ და დავაწყოთ თეფშზე. ქათმითა და კიტრით დამზადებული მასა გადავიღოთ სალათის ფურცლებით მორთულ თეფშზე და დავუმატოთ წინასწარ დამზადებული კვერცხი. მოვაყაროთ სეზამის მარცვლები. შემდეგ გავასუფთაოთ ნიორი და დავჭყლიტოთ. მოვასხათ ზეითუნის ან მცენარეული ზეთი, სოიოს სოუსი, დავუმატოთ ძმარი, მარილი, შაქრის ერთი მწიკვი, წიწაკა, ავურიოთ ერთმანეთში და მიღებული მასა ქათმის ფილეს სალათს მოვასხათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100