ხბოს ხორცის შნიცელი

მასალა:

400 გრამი ისპანახი

1 კბილი ნიორი

მარილი, პილპილი

1 ჩაის კოვზი კარაქი

2 თხელი ნაჭერი ხბოს ხორცი

2 ნაჭერი ყველი

მდოგვი

ღორის ბარკლის 2 ნაჭერი

2 ნაჭერი ყველი

ცხიმი შესაწვავად

მუსკატის კაკალი

ისპანახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ვაცალოთ დაწურვა, შემდეგ მსუბუქად მოვშუშოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი. ტაფას წავუსვათ ცხიმი და მასზე გადავანაწილოთ ისპანახის 2 პორცია. თითოეული პორციის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და მასში მოვათავსოთ თითო ნაჭერი კარაქი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი. ხბოს შნიცელებს მოვაყაროთ მარილი, წავუვსათ მდოგვი და შევწვათ ორივე მხრიდან ცხიმში, სანამ კანი მოწითალო-ყავისფერ ფერს არ მიიღებს. შემდეგ თითოეული შნიცელი ისპანახის პორციაზე მოვათავსოთ, ზემოდან დავადოთ ღორის ბარკლის ნაჭრები და ყველი და ყველაფერი ერთად მოვათავსოთ ღუმელში. გავაჩეროთ მანამდე, სანამ ყველი არ დაიწყებს დნობას. გარნირად სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი, კარტოფილის პიურე ან ბრინჯი.

კომენტარი