სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიტრის სოუსი

მასალა:

1 ცალი მსხვილი კიტრი

1 თავი საშუალო ზომის ხახვი

1 კბილი ნიორი

½ ჩაის კოვზი დანაყილი კოჭა

1 ტკბილი წიწაკა

3 სუფრის კოვზი კარაქი

მარილი

ლიმონის წვენი

პილპილი

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავდგათ დასაწურად. ხახვი, ნიორი, წიწაკა და მოხარშული კიტრი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ კარაქი და დავამატოთ სუნელები.

ეს სოუსი სუფრაზე მიაქვთ მშრალ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100