სალათა სკანდინავიურად

მასალა:

250-500 გრამი გაფცქვნილი მოხარშული კარტოფილი

250 გრამი მოხარშული ან შემწვარი ღორის ან ძროხის ხორცი

2 ცალი კვერცხი

1 ცალი ვაშლი

2 ცალი მჟავე კიტრი

1 საშუალო ზომის გარეცხილი და შიგნეულისაგან განთავისუფლებული ქაშაყი

250 გრამი მოხარშული, კუბიკებად დაჭრილი ბოლოკი (სურვილისამებრ).

სოუსისათვის:

1/8 ლიტრი არაჟანი

1 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა

2 სუფრის კოვზი ძმარი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა

გარნირისათვის:

4 ცალი მწვანე სალათის ფოთოლი

1-2 ცალი პამიდორი

1 ცალი კვერცხი

კიტრის რამდენიმე ნაჭერი

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული. შემდეგ ვაშლი, კიტრი, ხორცი, ქაშაყი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. სოუსის კომპონენტები გადავურიოთ ერთმანეთში. სოუსი შევურიოთ სალათას. მზა სალათა მოვათავსოთ მწვანე სალათის ფოთლებზე, გავაფორმოთ პამიდვრის, კვერცხის და მჟავე კიტრის ნაჭრებით.

კომენტარი