სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლობიო ქოთანში

მასალა:

500 გრამი თეთრი ლობიო

250 გრამი ღორის ბარკლის კანი

250 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი

100 გრამი ნივრიანი ძეხვი

3 თავი ხახვი

2 ცალი სტაფილო

80 გრამი ბატის ცხიმი ან გადამდნარი ქონი

მარილი, პილპილი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

1 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

კერძის მომზადების წინა ღამეს, ღორის ბარკალს მოვაშოროთ კანი, დავჭრათ, დავასხათ წყალი და თავდახურული დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე, 3 საათით. ლობიო ღამით დავალბოთ ოდნავ მარილიან წყალში. მომდევნო დღეს შევურიოთ ერთმანეთს წინა ღამით მოხარშული კანი და დარბილებული ლობიო, დავასხათ კანის ხარშვისაგან დარჩენილი ბულიონი და წყალი, რომელშიც ლობიო ლბებოდა და დავდგათ მოსახარშად. ცხვრის ხორცი დავყოთ ნაწილებად და შევწვათ გადამდნარ ქონში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დასრესილი ნიორი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ მოსაშუშად. 2 საათის შემდეგ ლობიოს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და მრგვალად დაჭრილი სტაფილო. როდესაც ლობიო და ხორცი მზად იქნება, შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ღვინო და დარჩენილი ცხიმი და კერძი კიდევ 20 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.

სოუსი უნდა შესქელდეს, მაგრამ ისე, რომ გადაფაროს ლობიო და ხორცი. ძეხვი დავჭრათ ნაჭრებად და შევბრაწოთ ტაფაზე. ყველა პროდუქტი გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში (უმჯობესია ქოთანში), მოვაყაროთ მწვანილი, კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და 1 საათით შევდგათ ღუმელში. თუ ზემოდან გაჩნდება ქერქი, უნდა მოვაშოროთ. ზედმეტი სითხე უნდა აორთქლდეს. ლობიო სუფრაზე ქოთნით მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100