ღვეზელი კოლუმბიურად

მასალა:

125 გრამი კარაქი ან მარგარინი

125 გრამი ღორის ქონი

150 გრამი შაქარი

2 ცალი კვერცხი

250 გრამი სიმინდის ფქვილი

250 გრამი ხორბლის ფქვილი

კარაქი და ქონი გავადნოთ, ვაცალოთ ცოტა გაციება და დავამატოთ კვერცხები და გაცრილი ფქვილი. ძალიან კარგად მოვზილოთ და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ გავაკეთოთ კვერცხის ზომის მოგრძო ფორმის ბურთულები, მოვათავსოთ ისინი კარაქწასმულ ტაფაზე, თითოეული ბურთულის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება. მოვათავსოთ ტაფა ღუმელში. ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე მანამდე, სანამ ღია ყვითელი ფერის არ გახდება. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ დაშაქრული ხილით, კომპოტით და ვანილის კრემით.

კომენტარი