სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიუვეჩი – თევზი რუმინულად

მასალა:

1 კილოგრამი თევზი (ვირთევზა, ზღვის ქორჭილა)

1 კილოგრამი სხვადასხვა სახის ბოსტნეული, სეზონიდან გამომდინარე

3-4 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

2-3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა

2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

1 ლიმონის წვენი

1 სუფრის კოვზი ქიშმიში

მარილი, შაქრის პუდრა, პილპილი

გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული და ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ თეთრი ღვინო, ტომატ-პასტა, სუნელები, მარილი, შაქარი და ცოტა წყალი. ვშუშოთ მზადყოფნამდე. შუშვის ბოლოს დავამატოთ ქიშმიში. თევზი გავასუფთავოთ, მსხვილი თევზი დავჭრათ, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭჲრჭელში. მოვასხათ ლიმონის წვენი, ზემოდან დავაწყოთ ბოსტნეული და დავაფაროთ კარაქწასმული ქაღალდი. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100