სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აროს კონ კამარონეს

მასალა:

250 გრამი ბრინჯი

300-500 გრამი ლანგუსტის ხორცი

100 გრამი კიბორჩხალის კუდები

1 ღერი ტკბილი წიწაკა

½ ლიმონი

1 დიდი თავი ხახვი

3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

½ სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (ან სხვა სანელებლები)

1 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი

შავი პილპილი

წითელი პილპილი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

1-2 კბილი ნიორი

ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობით წყალში, გავავლოთ თბილ წყალში, გავაშროთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახური. ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე. წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და ნიორი მსუბუქად შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, კარგად ავურიოთ და ვწვათ კიდევ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ფხვნილი "კერი" და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ხახვს და დავსხათ ¼ ლიტრი წყალი ან ბულიონი. ასევე დავამატოთ ½ ლიმონის წვენი. სოუსი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

დავამატოთ მარილი, შავი და წითელი პილპილი. ლანგუსტი გავასუფთავოთ, დავასხათ 1-1 ½ ლიტრი მარილიანი მდუღარე წყალი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი სუპისათვის და ვხარშოთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავყოთ ლანგუსტის მოხარშული ხორცი ნაწილებად, დავამატოთ კიბორჩხალის კუდები და ვშუშოთ მომზადებულ სოუსში რამოდენიმე წუთი. ბრინჯი გადმოვიღოთ ფორმიდან, მის ზედაპირზე გადავანაწილოთ ლანგუსტის ხორცი და კიბორჩხალის კუდები და დავასხათ სოუსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100