ანანასის და კიტრის ჟელე

მასალა:

3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

½ სუფრის კოვზი ანანასის წვენი

½ ჩაის კოვზი ხახვის წვენი

2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი

1 პაკეტი ჟელატინი

½ ჩაის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი მაიონეზი

თითო-თითო ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კიტრი და ანანასი

½ ლიტრ წყალში გავხსნათ ღვინის ძმარი, ლიმონის წვენი, ანანასის წვენი და ხახვის წვენი. ჟელატინი გავხსნათ ნელ-თბილ წყალში, ვაცალოთ ბოლომდე გახსნა, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და როგორც კი ჟელატინი გამკვრივებას დაიწყებს ჩავასხათ მასში ყველა მომზადებული სითხე. სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილის ან მწვანე სალათასთან ერთად.

კომენტარი

×