ხბოს ხორცის კატლეტები უნგრულად

მასალა:

4 ცალი ხბოს ხორცის კატლეტი (თითო 125 გრამი)

70 გრამი შამპინიონი

125 გრამი ისპანახი

2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

შესაწვავად საჭირო ცხიმი

1 ცალი კვერცხი

კუბიკების ფორმის ორცხობილა

მარილი

სოუსი ”ბეშამელისათვის”:

1 ½ სუფრის კოვზი ზეთი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

რძე

მარილი

1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ღორის ხორცი

კატლეტები ამოვავლოთ ფქვილში და ვწვათ ოქროსფერი კანის გაჩენამდე. შემდეგ მოვამზადოთ ტაფა, ზედ მოვათავსოთ გამზადებული ისპანახი და ზემოდან დავალაგოთ კატლეტები. კატლეტებზე მოვათავსოთ სოკოს ფენა, ყველაფერს სოუსი ”ბეშამელი” მოვასხათ, ზემოდან კი გახეხილი ყველი მოვაყაროთ.

კომენტარი