ბადრიჯნის ხიზილალა ბროწეულით

მასალა:

ბადრიჯანი - 500 გრამი

ხახვი - 2-3 თავი

ბროწეული - 2-3 ცალი

ნიორი - 2-3 კბილი

ქინძი - 4-5 ძირი

წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

ბროწეულიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი და ავურიოთ. ბადრიჯანი გავრეცხოთ და მთელ-მთელი კანიანად შევწვათ. შემდეგ მოვაცილოთ კანი, კარგად დავკეპოთ, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა, გამზადებული ბროწეულის წვენი და ავურიოთ. მერე მოვათავსოთ თეფშზე, შევალამაზოთ, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები.

კომენტარი