სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს.

კურო

შესაძლოა თქვენი დაუფუქრებელი მოქმედებით სეროზული საფრთხე შეუქმნათ საქმიან ურთერთობებს. რაც ნაკლებად აჰყვებით ემოციებს, მით მეტი შანსი გექნებათ თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

ტყუპები

სასურველია მეტი დრო დაუთმოთ ინტელექტუალურ საქმიანობას. იზრუნეთ მსოფლხედველობის გაფართოებაზე. ეს არა მარტო სასიკეთო, არამედ სასარგებლო იქნება თქვენი პროფესიული წარმატებებისათვის.

კირჩხიბი

გაწუხებთ რომ ბევრი რამ თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ ვითარდება, რადგან ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ მოულოდნელობებსაც მოაქვს სიხარული და ბედნიერების განცდა.

ლომი

შეეცადეთ იყოთ უფრო დიდსულოვანი ახლობლებთან, მით უმეტეს რომ თანდათან უპირობო ლიდერი ხდებით ირვლივმყოფებში და გაუცნობიერებლად თავს ახვევთ ყველას თქვენს სურვილებსა თუ მისწრაფებებს.

ქალწული

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ.თქვენი არაორდინალური და შემოქმედებითი მიდგომები საქმისადმი და მიღებული შედეგები მართლაც ღირსეულ ადგილს დაიკავებს ირგვლივმყოფებში.

სასწორი

სასიკეთო დღეა, იქ სადაც სხვა დროს დიდი ძალისხმევა გჭირდებოდათ, ახლა წარმატებას მარტივად მიაღწევთ, მთავარია მეტი გაბედულება და მოზანსწრაფულობა გამოიჩინოთ.

მორიელი

საჭიროა შეცვალოთ ტაქტიკა და აუჩქარებლად დაიწყოთ თქვენი არაორდინალური და საოცარი იდეების ხორცშესხმა. ეცადეთ ყველაფერი საკუთარი ძალებით გააკეთოთ, მაგრამ ამასთანავე ერიდეთ ზედმეტად ფიზიკურ გადაღლილობას.

მშვილდოსანი

რაც უფრო მეტად მიეფარებით თვალს, მით უკეთესია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მოახერხებთ გამოძრომას, ეცადეთ ითამაშოთ სუფთად და წარუმატებლობას სხვას ნუ გადააბრალებთ.

თხის რქა

თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.გაწერეთ ბიუჯეტი. ამ ეტაპზე ფინანსური საკითხები შესაძლოა უფრო გართულდეს, ამიტომ საჭიროა იყოთ უფრო ეკონომიური დაწინდახედული.

მერწყული

სასიამოვნო მოულოდნელობების და დიდი ხნის საოცნებო სურვილების ახდენის ალბათობა დიდია. თქვენი სიმშვიდითა და ტაქტიანობით კი ნებისმიერ ადამიანთან იპოვით მისასვლელ გზას.

თევზები

ფინანსურ საკითხებში თქვენს შინაგან ხმას მოუსმინეთ და დაუგეგმავ საყიდლებს მოერიდეთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით ეფექტურად შეძლებთ მიზნების მიღწევას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100