სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკუთარი განსხვავებილი მოსაზრებების გამო შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეთ და სხვებს დაუპირისპირდეთ. შეეცადეთ გაითვალისიწინოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გონივრული რჩევები, სამსახურში კი ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ.

კურო

დღეს ამაოდ შეეცდებით ვინმე დააინტერესოთ თქვენი იდეებით, სხვების მხარდაჭერის მოპოვებაც გაგიჭირდებათ, მიუხედავად ამისა უარს ნუ იტყვით თქვენს იდეებსა და მიზნებზე, უბრალოდ შესაფერის დროს დაელოდეთ.

ტყუპები

თუ მარტო არ იმოქმედებთ და საქმიან პარტნიორად სანდო ადამიანს შეარჩევთ, მალე დარწმუნდებით, რომ ერთიანი ძალებით უფრო სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებთ და ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

კირჩხიბი

შესაძლოა თქვენი მეგობრები ნამდვილად საუკეთესოები არიან მთელს ქვეყანაზე, მაგრამ მიუხედავად მორალური მხარდაჭერისა, მათ არ შეუძლიათ მოაგვარონ თქვენი პრობლემები, ახლა საჭიროა საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, ასე წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ.

ლომი

ახლა მოსაწყენად არ გცალიათ, სასიკეთო დროა საქმიანი მოლაპარაებებისა და ხალხის წინაშე გამოსვლისთვის. ახლი სფეროებით ინტერესდებით და მაგნიტივით იზიდავთ შემოქმედებით, ცნობისმოყვარე და საინტერესო ადამიანებს.

ქალწული

ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და დროულად შეეცადეთ გაუგებრობების გამოსწორებას სანამ ისინი უფრო გართულდება. რაც უფრო გულახდილი და გულწრფელი იქნებით, მით უფრო ეფექტურად გაუმკლავდებით ყველაფერს.

სასწორი

შესაძლოა დახმარებისთვის მოგმართონ ახლობლებმა, რომლებსაც სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების გამო თავგზა აქვთ არეული. დაუთმეთ მათ თქვენი დრო და გაუზიარეთ გამოცდილება.

მორიელი

შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, თუ გონივრულად არ იმოქმედებთ, უსიამოვნებებს გადაეყრებით და ტყუილად დაკარგავთ დროს. შესაძლოა დღეს სწორედ ინტუიციამ გიკარნახოთ ერთადერთი სწორი გზა.

მშვილდოსანი

თქვენი პოზიტიური ემოციებით არა მარტო სხვებს დაეხმარებით, მიანიჭებთ სიამოვნებას და განაწყობთ სასიკეთო ქმედებებისკენ, არამედ თვითონაც უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნობთ თავს.

თხის რქა

შესაძლოა მეგობრებს დაუპირისპირდეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ აზრზს ვერავის შეაცვლევინებთ, უფრო მეტიც, შესაძლოა მათგან ცინიკური ქმედება მიიღოთ საპასუხოდ, იყავით წინდახედული.

მერწყული

საოცრად თავდაჯერებული თამამად ეძებთ სიახლეებს ურთიერთობებში, ეძებთ ახალ მეგობრებს, შესაძლებლობებს გართობისთვის და საერთოდ რაღაც გამორჩეულს და განსხვავებულს თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

მთვარია დღეს იყოთ აქტიური და გაბედული, ენერგიული მოქმედებების დროა, თქვენი ხალისიანი განწყობით მოწინააღმდეგეებსაც კი მოიზიდავთ, ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს და ნუ აღმართავთ კედელს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100