სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასიკეთო დღეა ახალი ნაცნობობისა და რომანტიული ურთიერთობების დასაწყებად. სასიკეთოა ასევე სამეგობრო წრის გაფართოებაზე ზრუნვა. ვიღაც მოულოდნელი სტუმრობით ძალიან გაგახარებთ.

კურო

განსხვავებული აზრის გამო, კოლეგებთან მოსალოდნელია გარკვეული განხეთქილება, რთული იქნება მათთან საერთო ენის გამონახვა. შეეცადეთ ყურადღება რაიმე საინტერესო საქმიანობაზე გადაიტანოთ და რაც მთავარია, მართეთ ემოციები.

ტყუპები

თქვენს რომანტიულ ურთიერთობებს შესაძლოა საფრთე დაემუქროს, კარგად გაიაზრეთ თუ რა მოჰყვება ნათქვამ სიტყვებსა და ქმედებებს. მიუხედავად კეთილგანწყობისა, გახსოვდეთ, რომ ახლობლების რჩევები ყოველთვის ჭეშმარიტებამდე არ მიგიყვანთ.

კირჩხიბი

ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ღონისძიებებს. გაგახალისებთ მოულოდნელი შეხვედრა ძველ ნაცნობთან. სასიკეთო დღეა სწავლის, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ახალი უნარების წარმოსაჩენად.

ლომი

შესაძლოა გაგიჩნდეთ ახალი იდეები, რომელთა რეალიზებაც ძალიან გაგიტაცებთ და მას მომგებიან, სარფიან საქმედაც აქცევთ. მეგობრებთან შეხვედრა არა მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ, არამედ რთული საკითხების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

ქალწული

ერიდეთ რთულ სამუშაოსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ნებისმიერი საქმიანობისას გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და ყველა წვრილმანს შემოქმედებითად მიუდექით, ამგვარი მიდგომა დაგეხმარებათ სირთულეების მარტივად გადალახვაში.

სასწორი

სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ადამიანის შემოთავაზებებს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. დაისახეთ მნიშვნელოვანი მიზნები, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და განწყობა საშუალებას მოგცემთ მარტივად განახორციელოთ ნებისმიერ ჩანაფიქრი.

მორიელი

ასაკოვან ადამიანებთან ურთიერთობისას გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მათთვის მტკივნეული იქნება თქვენი შენიშვნები და შეგონებები. დაკავდით გაჭიანურებული, გადადებული საქმეებით, იმოქმედეთ სტრატეგიულად და აქტიურად.

მშვილდოსანი

ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს, რადგან ახლა ურთიერთგაგება ჭირს, თქვენი მოთხოვნებით იგვლივმყოფებს მხოლოდ დააფრთხობთ. დღეს გაგიჭირდებათ შეცდომებისა და იმედგაცრუებების თავიდან აცილება.

თხის რქა

ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას და თავი შორს დაიჭირეთ ახალი ნაცნობებისგან. დღე არ უწყობს ხელს თქვენი უნარების ეფექტურად წარმოჩენასა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების მართვას. გაუფრთხილდით საკუთარ ავტორიტეტს.

მეწრყული

ეფექტურად შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას, წარმატებულად ჩაივლის როგორც სიტყვით გამოსვლა, ასევე მოლაპარაკებები. კეთილგონიერებითა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომით ყველა ბარიერს გადალახავთ.

თევზები

დაივიწყეთ შფოთი და პრობლემები, დატკბით სიმშვიდითა და კომფორტით, თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ გაიქარწყლოთ ძველი ჭრილობები და გზა გაუხსნათ ცხოვრებაში ახალ ინტერესებსა და გატაცებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100