20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მხოლოდ კარგად და გულმოდგინედ მოფიქრებული სამოქმედო გეგმით შეძლებთ დროულად და ხარისხიანად შეასრულოთ დაკისრებული ამოცანა, შეეცადეთ არ გაანაწყენოთ ირგვლივმყოფნი თქვენი დაუფიქრებელი ფრაზებით.

კურო

ყველა სირთულესა თუ პრობლემას იუმორით მიუდექით, თქვენი მხიარული და ოპტიმისტური განწყობა სასიკეთოდ იმოქმედებს კოლეგებისა და ხელმძღვანელობის შეხედულებებზეც.

ტყუპები

ელოდეთ მოულოდნელ წარმატებებს. თუ დიდ მნიშვენლობას არ მიანიჭებთ ფორმალობებს, თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და ნდობა ღირსეულად დაფასდება.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციებს და აკონტროლეთ სიტუაცია,სამსახურში შესაძლოა არასწორად მოგაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც თქვენს კარიერულ აღმავლობას უკავშირდება, ამიტომ იყავით მეტად დაკვირვებული.

ლომი

იყავით ფრთხილად ახალ იდეებთან დაკავშირებით და დააკვირდით გარშემომყოფებს, შესაძლოა ვინმე თქვენთვის ზიანის მოყენებას შეეცადოს.

ქალწული

დღეს თქვენი ურთიერთობები და საქმეში წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ხელმძღვანელი პირების შეფასებებზე, იყავით ხალისიანი და საინტერესოდ წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები.

სასწორი

თქვენს საქმიანობაზ დიდ ზეგავლენას მოახდენს იმიჯი, ამტომ კარგად შეარჩიეთ სამოსი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით მით უფრო წარმატებით წარიმართება დღევანდელი დღე.

მორიელი

ნებისმიერ პრობლემას იუმორით მიუდექით და მეტად იურთიერთეთ ადამიანებთან, თქვენს თავზე ღრუბელი მალე გაიფანტება და ყველაფერი სასურველ რიტმს დაუბრუნდება.

მშვილდოსანი

გადაუდებელი საქმეები და სწრაფად მისაღები გდაწყვეტილებები შფოთისა და პანიკის მიზეზი არ უნდა გახდეს, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მარტივ გამოსავალს ნახავთ თუ მტკიცედ და გონივრულად იმოქმედებთ.

თხის რქა

ნუ მოდუნდებით, მოიკრიბეთ ძალები და კონცენტრირდით პირადი ვალდებულებების შერულებაზე, ნუ აჰყვებით სხვადასხვა მაცდუნებელ წინადადებებს ან გარემოებებს და დაკავდით ძველი საქმეების დასრულებით.

მერწყული

შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეთ, ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ ყველა მოსალოდნელი შედეგით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ დასახულ ამოცანას გაუმკლავდებით წარმატება ხანგძრლივი დროის განმავლობაში გაგიწევთ მეგზურობას.

თევზები

ნუ გადაიღლებით და მხრებზე ზედმეტ სიმძიმეს ნუ იტვირთავთ, შეეცადეთ რამდენიმე ეტაპად დაყოთ შესასრულებელი საქმე და იზრუნოთ ოპტიმისტურ განწყობასა და სულიერ მხნეობაზე.

კომენტარი