სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შესაძლოა თქვენს მტკივნეულ ადგილებში მოგაყენონ დარტყმა, ამიტომ ყველაფერი თქვენს ძალასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

კურო

მოერიდეთ ზედმეტ გულახდილობას და თქვენი აზრების დემონსტრირებას, ამავდროულად იზრუნეთ, რომ ყოველი ქმედება კარგად იყოს მოფიქრებული.

ტყუპები

იმედგაცრუების ალბათობა მატულობს, ის პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით და გამარჯვებას ელოდით შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და გარკვეული დროით შეჩერდეს.

კირჩხიბი

ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს, შესრულებული სამუშაო თავისი ხარისხითა და შედეგებით მოლოდინს გადააჭარბებს, ქება-დიდებას არ დაიშურებენ ზემდგომი ხელძღვანელი პირები და არც ანაზღაურებით დარჩებით უკმაყოფილო.

ლომი

ამ ეტაპზე წარსული გეჩქარებათ უკან და არა მომავალი. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, გააანალიზეთ პრობლემები და იყავით მხნედ. შესაძლოა შემთხვევით შეხვდეთ ან დაგირეკოთ ძველმა მეგობარმა.

ქალწული

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვითდისციპლინასა და თვითკონტროლს, თვითანალიზს. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან და ხელმოწერებთან. მოერიდეთ მგზავრობას.

სასწორი

შესაძლოა ძველი ვალი დაგიბრუნონ, ნუ გაღიზიანდებით თუ თქვენი ინტერესები საზოგადოების ინტერესს არ დაემთხვა, ურთიერთობებში ფრთხილი მოქმედება და მოზომილი სიტყვებია საჭირო.

მორიელი

შეხედეთ საკუთარ თავს კრიტიკული თვალით, ამგვარი ქმედება სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე. შესაძლოა მუზა გეწვიოთ და რაიმე მნიშვნელოვანი შექმნათ.

მშვილდოსანი

დღეს სასიკეთო იქნება გააკეთოთ განვლილი ცხოვრების ანალიზი და დასკვნები ისე გამოიტანოთ. კარგი დროა ასევე ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის, ეცადეთ მოძებნოთ თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების ღრმად მიმალული მიზეზები.

თხის რქა

შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძველი სიტუაცია განმეორდეს, მოერიდეთ ვალების აღებასა და კრედიტების თემას, თავი შეიკავეთ სპონსორის მოძიებისგან.

მერწყული

თუ საქმეს დამოუკიდებლად მართავთ წარმატებებს ელოდეთ, ხოლო თუ კოლექტიურად- დაპირისპირებებია მოსალოდნელი, რაც მოიტანს გაუგებრობებს, განხეთქილებას და მწვავე კამათს.

თევზები

შესაძლოა დღეს ახლობლებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ, უარს ნუ იტყვით დახმარებაზე, მადლიერებასთან ერთად, არაა გამორიცხული შთამბეჭდავი მატერიალური საჩუქარიც მიიღოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100