24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს შესაძლოა სერიოზული ცვლილებები მოხდეს საქმიანობაში. არ ღირს აღელვება და გაცხარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ შედეგებს ვერ ასცდებით. შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, პირველ რიგში ეს მათ ეხება, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა ოჯახში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.


კურო

კარგი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ჯანმრთელობის პრობელემები არ გაქვთ, თუ არ ჩავთვლით მცირედ დათრგუნულ და ნერვოზულ მდგომარეობას. არასასურველი დღეა საქმიანობისათვის, მიზნების მიღწევის ჯიუტი მცდელობისთვის. ოჯახთან ერთად წადით დასასვენებლად ქალაქგარეთ.


ტყუპები

კარგი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სიზარმაცე და უყურადღებობა შეიძლება თქვენი მიღწევების გაუფასურების მიზეზი გახდეს. შესაფერისი დღეა ექიმთან ვიზიტისა და რეცეპტის მიღებისთვის. თქვენი განწყობა უკეთესია.



კირჩხიბი

დღეს იშვიათი წარმატება გექნებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ნუ იცრუებთ - ეს თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ნერვულ ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების განვითარების საშიშროება არსებობს. კარგი დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.

ლომი

დღეს იშვიათი წარმატება გელით საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ზომიერება და ტაქტი. საკითხები, რომლებსაც დახურულად თვლიდით, ისევ განახლდება. ნუ მოდუნდებით! დღეს ნებისყოფა და გონება გჭირდებათ.


ქალწული

აუცილებელია მოიკრიბოთ მოთმინება, რათა შეძლოთ ახლობლებთან ან დაქვემდებარებულ პირებთან კონფლიქტის თავიდან არიდება. დღეს განსაკუთრებით სასიამოვნო და მომხიბვლელი ხართ. ზოგიერთი საქმის მოუგვარებლობა გაგაღიზიანებთ. იქონიეთ მეტი მოთმინება და მობილიზება.


სასწორი

დღეს მობილიზებული და ორგანიზებული ხართ. შეგიძლიათ დიდი საქმის შესრულება. ნუ იცრუებთ, რადგან ეს დახმარების ნაცვლად გავნებთ. კარგი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გასარკვევად. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.


მორიელი

ნაყოფიერი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ნელ-ნელა დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას. რამოდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით და მოახერხებთ, რომ ყველა მიიყვანოთ ბოლომდე. ფორტუნა წყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი დღე იქნება კოლგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მეგობრებთან ან ნათესავებთან საქმიანი სატელეფონო საუბარი გექნებათ. დღის ბოლოს მოვლენები მოულოდნელად შემოტრიალდება, ყურადღებით იყავით - სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გავიდეს. წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის.


თხის რქა

დღეს მოთმინება და გონიერება გმართებთ. თუ დილიდანვე იწუწუნებთ, შუადღისთვის უკვე ენრგიაგამოცლილი იქნებით. მიუხედავად იმისა, რომ მიზნების მიღწევის გზაზე ბევრი დაბრკოლება გხვდებათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ახალი ნაცნობობა სასურველი არ არის. საღამოს გატარება სჯობს ოჯახურ გარემოში.


მერწყული

დღეს სასიცოცხლო ძალები და შემოქმედებითი ენერგია ნაკლებად გექნებათ. სასიყვარულო იმედგაცრუებას რთულად გადაიტანთ. მიენდეთ ფანტაზიას და არ ინანებთ. დიდი შანსია მფარველი ან სპონსორი იპოვოთ.


თევზები

დღევანდელი დღე კარგია საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტებისთვის. თუ გყავთ ისეთი მეგობრები, რომლებთანაც ნაჩხუბარი ხართ, დროა შერიგდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

კომენტარი