28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს გელით ფინანსური დანაკარგი-ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. არ ღირს ახალი პროექტების შემუშავება. შეეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ნუ იქნებით უმადური.


კურო

დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა. თქვენ შეძლებთ ინტუიტიურად მიხვდეთ თუ როგორ შეათანხმოთ საკუთარი ჩანაფიქრი გარშემომყოფების სურვილებთან. ფორტუნა სწყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.


ტყუპები

დღეს ორგანიზებული და მობილიზებული ხართ, შეგიძლიათ ყველანაირი საქმე შეასრულოთ. ნუ იცრუებთ - ეს ზიანს მოგაყენებთ. შესაფერისი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარკვევად. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.


კირჩხიბი

დღეს ვერ მიაღწევთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან რაიმე შეთანხმებას. ოცნებები უნდა შეეფერებოდეს რეალობას. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას შესაძლოა ურთიერთობა გაგირთულდეთ და საქმე დაშორებამდეც კი მივიდეს. დაეხმარეთ გარშემომყოფებს და ისინი თქვენი მადლიერი იქნებიან.


ლომი

დღეს შეიძლება საკუთარი ილუზიების მსხვერპლი გახდეთ. დროა სამაგიერო გადაუხადოთ მათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. სამსახურში რომ არ დაგაგვიანდეთ, არ დაგავიწყდეთ მაღვიძარას დაყენება. ახლობლებთან კონფლიქტი გელით.

ქალწული

კარგი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის ან სპორტით დაკავებისთვის. პარტნიორების შერჩევისას ყურადღებით იყავით, ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ბავშვებს დიდი ხნით ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან, რომ არ დაიკარგონ ან რამე არ შეემთხვეთ. კუჭის დაავადებების მქონე პირებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ მლაშე და ცხარე საკვები. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე.



სასწორი

კარგი დღეა საქმიანი ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისთვის. სასიყვარულო შეხვედრები გადადეთ. მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა იქნება სასარგებლო და სასიხარულო. გინდა არ გინდა მოქმედება მოგიწევთ, რადგან ყველაფერს ვერ დაგეგმავთ.


მორიელი

დიდი ალბათობით დღე კონფლიქტით დაიწყება. შეძლებთ მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებას. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ საქმიანობას და ნუ დაიწყებთ ოჯახის წევრებთან საქმეების გარჩევას. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.



მშვილდოსანი

კარგი დღეა მეგობრული კავშირის აღსადგენად. ყველა უსიამოვნება, რაც დღეს შეგხვდებათ მიიღეთ ემოციების გარეშე. შესაძლოა დაგაჯილდოვონ ან დაგაწინაურონ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქცეოდით მანამდე. ურთიერთობები შეიძლება ჩიხში შევიდეს.


თხის რქა

საქმეებით და საუბრით დატვირთული დღეა. ჩხუბის შემთხვევაში თქვენი მცდელობა მხარეების შერიგებისთვის იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა. ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეეცადეთ საღამოს კარგად დაისვენოთ, ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა - ეს სტრესს მოგიხსნით.


მერწყული

დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.~


თევზები

დღეს სიტუაცია გაორებული იქნება, რაც მოითხოვს ტაქტს და მოთმინებას. გაცილებით ნაყოფიერი იქნება დღის პირველი ნახევარი, ამიტომ, სადაო საკითხები სადილობამდე მოაგვარეთ. თუ საცხოვრებლის საკითხი წყდება, იყავით მეტად ყურადღებიანი, ბოლოს მოტყუებული რომ არ დარჩეთ. წარმატებული იქნება გაცნობა და მოგზაურობა.

კომენტარი