13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელი დღე თავდაუჯერებლობის შეგრძნებას მოგიტანთ. გაკვირვებული დარჩებით მოვლენების ასეთი ფორმით განვითარებასთან დაკავშირებით.

კურო

წარმატებული იქნება ეს დღე ნებისმიერი საქმის წარმოწყებისთვის.არაკეთილსინდისიერი საქმეები წარმატებას არ მოგიტანთ.

ტყუპები

დღეს კონფლიქტი მოგივათ ახლობელ ადამიანებთან.თქვენი პროფესიული წარმატება, დამოკიდებული იქნება საქმიან პარტნიორზე, რომლის უმოქმედობამ შესაძლებელია პრობლემები შეგიქმნათ.

კირჩხიბი

დღეს შეგიძლიათ ჭკვიანურად გამოიყენოთ სიტუაცია, წარმატებული წინსვლისათვის. პირად ცხოვრებაში კარგი პერსპექტივა გაგეხსნებათ, თუკი თქვენ გიზიდავთ ურთიერთობის ინტელექტუალური ფორმები. საქმიან პარტნიორებთან შეიძლება პრობლემები გქონდეთ.

ლომი

დღეს, თქვენ ძნელად თუ შეძლებთ საკუთარი ეგოიზმის დაოკებას, გაგიჭირდებათ საკუთარი ამბიციების და ინტერესების გარკვეულ ფარგლებში ჩატევა. გადაწყვიტავთ იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. საყვარელი ადამიანისაგან მოსალოდნელია გულის ტკივილი მიიღოთ.

ქალწული

წარმატება გელით ყველგან და ყველაფერში. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. თავს იღბლიან შეყვარებულად იგრძნობთ. კარიერაში წინსვლაა მოსალოდნელი, რასაც მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვება. ეს დღე კარგია შოპინგებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის.

სასწორი

წინ საინტერესო დღე გელით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტეთ. საღამო კი გართობას და დროსტარებას დაუთმეთ.

მორიელი

მოთმინება და თავშეკავება გმართებთ. გარშემომყოფებს ზედმეტად ნუ ენდობით. პირად ცხოვრებაში, თქვენდა სასიკეთოდ, მოულოდნელად რაღაც შეიცვლება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც გელით. სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან ურთიერთობისას. კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი, მაგრამ ნუ გაყოყოჩდებით-ამით კოლეგების გულისწყრომას გამოიწვევთ.

მშვილდოსანი

მოგზაურობა დადებითი ენერგიით აგავსებთ. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. სიყვარულში მოულოდნელი ცვლილებები გელით.

თხის რქა

დღე ცხოვრების განახლებას დაუთმეთ. ცვლილებები შეიტანეთ გარეგნობასა და გარდერობში. საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. გაუკეთეთ მას პატარა საჩუქარი, თქვენი ეს ჟესტი, მას ძალიან გაახარებს.

მერწყული

მოულოდნელობით ყველას გააოცებთ, თქვენ უგულო ადამიანად გიცნობდნენ, თუ ამხელა სიყვარულს ატარებდით, თუ ასეთი თბილი ადამიანი იყავით ვერავის წარმოედგინა. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.

თევზები

დღეს შეეცადეთ, რომ ოცნებამ შორს არ გაგიტაცოთ, ვინაიდან ძალიან გაგიჭირდებათ მიწაზე დაშვება და ამასთან ერთად ფრთხილად იყავით ბევრი ფუტკარივით ნესტარიანი ადამიანი იტრიალებს თქვენს გარშემო.

კომენტარი