სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - აქტიურად შეუდექით საქმეების მოგვარებას. ემოციური ხართ მოვლენების მიმართ. გაერიდეთ ადამიანებს, რომლებიც გაღიზიანებენ. მოერიდეთ მათთან კონფლიქტს. კურო - ახალი პროექტების განხორციელება ფულს მოითხოვს და დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. ზოგჯერ პირფერობასაც უნდა მიმართოთ, როცა საჭიროა. ტყუპი - ოპტიმისტურად შეხედეთ მოვლენებს. ექსკურსიისთვის თანამედროვე მეგაპოლისების ნაცვლად ისტორიულ-კულტურული ადგილები მოინახულეთ. კირჩხიბი - მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის ნაცნობ გარემოში, თქვენი საყვარელი ადამიანების გვერდით. დაფიქრდით, რომ მომავალი ახლოსაა და მას მომზადებული, ახალი იდეებით უნდა შეხვდეთ. ლომი - დასვენება და განტვირთვა გჭირდებათ, მაგრამ დღეს უნდა იმუშაოთ. უფრო მეტიც, კოლეგებთან ერთად მომავლის პროექტები ჩამოწეროთ. ქალწული - დღევანდელ დღეს ისეთ ადამიანებთან გაატარებთ, ვისგანაც ბევრს ისწავლით. იყავით დაკვირვებული და მხიარულ განწყობაზე. საინტერესო მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში და უნდა შეამჩნიოთ. სასწორი - ადამიანი, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით, დღეს ვალდებულებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საერთო საქმემ შეიძლება დაგაკავშიროთ. მორიელი - თუ ხვდებით, რომ ტყუით, აღიარეთ ან აღარ ამტკიცოთ თქვენი. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები და კარგად გაანალიზეთ პლუს-მინუსები. მშვილდოსანი - კვლევის, განხილვების დღეა. როცა საქმე ვნებებს ეხება, ინტუიციას უნდა ენდოთ. მოთოკეთ უარყოფითი ემოციები. თხის რქა - ყველა ადამიანი თავისებურად კარგია. ნაკლები დრო დაუთმეთ მათთან კონფლიქტს და მეტი - საქმეების დასრულებას. დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ნუ ჩახლართავთ. მერწყული - ცვლილებების დღეა და თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანია მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, უნდა გააქტიურდეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თევზები - პოზიტიური ენერგიიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ გაბრაზდებით, ცხოვრებამ შეიძლება ისეთ საქმეებს და ადამიანებს შეგახვედროთ, რაც თავიდან არ მოგეწონებათ, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, რომ სწორედ ეს გამოცდილება გჭირდებოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100