12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - უფროსმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. ხარისხიანად შეასრულეთ დავალება. საღამოს და თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. კურო - უფროს კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ ხელში, რომ საქმეებს საუკეთესოდ გაართვათ თავი. ტყუპი - სერიოზული საქმეების მოგვარებაც კი საჭიროებს ღიმილსა და იუმორის გამოვლენას. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ახალი აღმოჩენებისთვის. კირჩხიბი - დღეს განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა მოგინდებათ. სასურველია, იმ წარმატებებზეც დაფიქრდეთ, რისი მიღწევაც გსურთ და ისიც გაანალიზეთ, რამ შეიძლება მიგიყვანოთ გამარჯვებისკენ. ლომი - კეთილშობილი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ქალწული - მოსაწყენად არ გეცლებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს კი მეგობრებთან ერთად უნდა იმხიარულოთ. მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით. სასწორი - ნურავის გაეჯიბრებით. აკეთეთ ის საქმე, რაც კარგად გამოგდით და გსიამოვნებთ. უმჯობესია, კონკურენტს გაერთიანება შესთავაზოთ, რომ ერთად განახორიელოთ იდეები. მორიელი - მაქსიმალურად მომთმენი უნდა იყოთ, როგორც ბავშვების, ასევე უფროსების მიმართ. მშვიდად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. საღამო მეგობრულ, მხიარულ გარემოში გაატარეთ. მშვილდოსანი - რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმეების მოგვარებას მით უკეთესია თქვენთვის. საღამოს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მხიარულებაში აგიყოლიებთ. თხის რქა - მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და მოვლენებსა და ადამიანებს რეალურად შეხედეთ. მეტი დრო დაუთმეთ სურვილების განხორციელებას. დაფიქრდით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს მარტივი გზებით. მერწყული - დღეს ზეაქტიური ხართ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ახალგაცნობილებთან გელით აქტიური კონტაქტი. ძალიან დაგაინტერესებთ ჭორები და მოარული ხმები. თევზები - თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტი გძაბავთ, ეცადეთ, დისტანცია დაიჭიროთ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ჯერ დაფიქრდით, რას შედეგს მოგიტანთ ეს თავგანწირვა თქვენ.

კომენტარი