სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - საკუთარი მოსაზრებები დელიკატურად გამოთქვით ხოლმე. აი, საყვარელი ადამიანისთვის კი კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. ხშირად გაიღიმეთ და ახლობლებიც ამხიარულეთ.


კურო - ახალ საქმიანობაში ჩართვის დღეა. არ იზარმაცოთ, იშრომეთ და ყველაფერი აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად საღამო შეარჩიეთ.

ტყუპი - სასიამოვნო სიახლეები გელით. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეტრიალდება. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი გამოიყენეთ სოციალური ქსელები.

კირჩხიბი - გადადგით მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი, საკუთარი მიზნების მისაღწევად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის, განწყობის გასაუმჯობესებლად.

ლომი - ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. წინასწარ შეადგინეთ მოქმედების გეგმა და გაითვალისიწენთ ყველა დეტალი. მცირე ფიზიკური აქტიურობაც კი მეტად ენერგიულს გაგხდით.

ქალწული - არავის დაანახვოთ თქვენი ემოციები, განსაკუთრებით, როცა ვიღაც დახმარებას, რჩევას გთხოვთ. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, როცა გარშემო მყოფებს აკრიტიკებთ.

სასწორი - ღიმილი, კომპლიმენტი ან ცხოველის

მოფერება ის წვრილმანია, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. დღეს შეგიძლიათ რაიმე (ფუფუნების ნივთიც კი) შეიძინოთ საკუთარი თავისთვის.

მორიელი - აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. იმოქმედეთ ნელა და დაკვირვებულად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად თბილი მათ მიმართ.

მშვილდოსანი - თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. განწყობის მიხედვით იმოქმედეთ. თუ საყვარელ ადამიანთან განმარტოება გსურთ, მნიშვნელოვან ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით.

თხის რქა
- საქმეები არასდროს დასრულდება. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისთვისაც. ეცადეთ, გარშემო მეტი კომფორტი შეიქმნათ. მიირთვით გემრიელობები, ჩაიცვით მოსახერხებელი და არა მკაცრი სამოსი.

მერწყული - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ დაწყებული საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

თევზები - სიამოვნების, მხიარულების დღე გელით, მთავარია, თავად შეიქმნათ ბედნიერი განწყობა. დაივიწყეთ ყოველდღიური პრობლემები, ყველას დღესვე ვერ მოაგვარებთ და დაკბით ცხოვრებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100