სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გელოდება ზაფხულის მესამე თვეში? – 2019 წლის აგვისტოს ჰოროსკოპი

2019 წლის აგვისტო ყველაზე პოზიტიური თვეა მთელი ზაფხულის პერიოდში. ის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

ვერძი

ყველაზე კაგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განხორციელებისათვის, განსაკუთრებით 10 აგვისტოს ჩათვლით. თუ თქვენი იდეები დაკავშირებულია სილამაზესთან ან ფულთან, ნუ შეგეშინდება გეგმების დაწყობის. ზაფხულის ბოლოს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ, ეცადეთ მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს და მავნე ჩვევები დაივიწყოთ.

კურო

ამ თვეში მშობლების გულის მოსაგებად დიდი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. ცოტა ხნით გვერდით გადადეთ კარიერა. ყველა საქმიანი ურთიერთობა თუ პროექტი გადაიტანეთ შემოდგომისთვის. თუ ხართ მშობელი და გყავთ შვილები, მთელი აგვისტო მაქსიმალურად მათ დაუთმეთ.

ტყუპები

თქვენმა უპასუხისმგებლო გრძნობამ შესაძლოა უარყოფითი როლი ითამაშოს, ამიტომ, შეეცადეთ სწორი ფსონი გააკეთოთ. ბოლო პერიოდში ძალიან მიეჩვიეთ უსაფუძვლო და ფუჭ დაპირებებს, რაც შემდგომში ცუდად შემოგიტრიალდებათ. ეცადეთ, ძალიან ეგოისტურად არ მოიქცეთ. ახალი ეტაპი, რომესაც ცხოვრებისგან ელით, არც თუ ისე გრძელი იქნება.

კირჩხიბი

ამ თვეში შეიძენთ ახალ ნაცნობებს, დაიწყება ახალი ურთიერთობების ეტაპი, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. აგვისტოში, უმჯობესია, ფული თვითგანვითარებასა და საინტერესო პროექტის ინვესტიციაში დახარჯოთ. დიდია იმის ალბათობა, რომ გამოგიჩნდეთ სერიოზული სპონსორები, რომლებიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. გახსოვდეთ, რომ თქვენი ოცნებები იმ შემთხვევაში ახდება, თუ სწორად დასახავთ მიზნებს.

ლომი

მთავარია ენდოთ საკუთარ ინტუიციას. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად აწონ-დაწონეთ. სამყარო გიბიძგებთ თვალთმაქცობისა და სიხარბისკენ. დაუთმეთ დრო მედიტაციას ან იოგას. აგვისტოში გელით მნიშვნლოვანი შეხვედრები და ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და კარიერას დადებითად წაადგება. გახსოვდეთ, რომ ყოველი გადაწყვეტილება თუ ქმედება უნდა იყოს ცივ გონებაზე გააზრებული, მოერიდეთ ემოციებსა და უარყოფით გავლენებს.

ქალწული

ამ თვეში გეძლევათ საშუალება თავი დააღწიოთ რუტინას. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. თვის ბოლოს გელით დიდი ცხოვრებისეული სიახლე - ახალი სამსახური ან ახალი სიყვარული. უმჯობესია, დასვენება შემოდგომისკენ გადაიტანოთ და დაგეგმოთ ძალიან ლამაზი თავგადასავალი. საკუთარი თავში მეტად დარწმუნებული თუ იქნებით, ყველაფერი გამოგივათ.

სასწორი

დროა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც გრანდიოზული დაგეგმოთ ან წამოიწყოთ. აგვისტო მშვენიერი დროა ახალი გეგმების შესადგენად. მაქსიმალოურად ჩაერთეთ ქველმოქმედებასა და ეზოთერიზმში. შემოქმედებითი კუთხთ ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია და მაქსიმალურად დაიტვირთეთ თავი.

მორიელი

აგვისტოს თვეში დაელოდეთ კარიერულ წინსვლას ან ქორწინების შეთავაზებას. არ მოგერიდოთ თამამი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. შექმენით ოჯახი, მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩაერთეთ საინტერესო პროექტებსა და სოციალურ ღონისძიებებში. დროა ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალოთ, ეს პერიოდი თქვენ გეკუთვნით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის სრული გადატვირთვის თვეა. აგვისტოს დასაწყისში დაგეგმეთ შვებულება. თვის ბოლოს დაელოდეთ ახალ ნაცნობებსა და შესაძლებლობებს. შემოდგომა 12 წლიან პროექტებსა და წარმატებებს მოგიტანთ. ეს თვე ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხებისთვის გამზადებთ.

თხის რქა

მოერიდეთ ფულის გასესხებას და დაფარეთ ყველა ძველი ვალი. ეცადეთ, არ გახდეთ თაღლითური გარიგებების მსხვერპლი. უმჯობესია გადაერთოთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე და მაქსიმალოურად შეძლოთ დივერსიფიკაცია.

მერწყული

ამ თვეში თქვენ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა მოგიწევთ. ეს ყველაფერიდ ამოკიდებულია თქვენს მსოფლმხედველობასა და ნებისყოფაზე. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ის ადამიანები და შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს მორალურ და ზნეობრივ თვისებებს შეესაბამებიან. ეს ზაფხული მოგიტანთ იმას, რასაც იმსახურებთ და ელით.

თევზები

დროა, იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე, ისე - სულიერზე. აგვისტოში კარგია ახალი ჯანსაღი ჩვევების განვითარება, როგორიცაა ადრე ადგომა და კონტრასტული შხაპის მიღება. ავადმყოფობის შეგრძნება ზოგჯერ რთულ პირად ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. გადახედეთ თქვენს გარემოცვას და თავი აარიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თქვენზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100