3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოიცილეთ ის საქმეები, რომლებმაც მატერიალური კეთილდღეობა და წარმატება არ მოგიტანათ. აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან გამარჯვებაში. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას და დაპირებების გაცემას.
კურო
გადახედეთ წარსულს, შეაფასეთ თქვენი გამარჯვებაც და დამარცხებაც. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. მოიწესრიგეთ კვების საკითხი.

ტყუპი
საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, მათთან საუბრისას შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ. თუმცა, მოერიდეთ ზედმეტ ფანტაზიორობას და ილუზიას რეალურად ნუ მიიღებთ. გადახედეთ და გამოსწორეთ ის, რაც არ მოგწონთ.

კირჩხიბი
შეიძლება შეიცვალოს გარემო თქვენ გარშემო ან თავად შეიცვალოთ. უნდა დაძლიოთ, წარსულში დატოვოთ შიშები და კომპლექსები. ახლობელთან გულახდილი საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ლომი
დაფიქრდით, იქნებ პროფესიის შეცვლა გსურთ ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. არავის არაფერს დაპირდეთ და ეცადეთ, დღეს საკუთარი კეთილდღეობისთვის იმუშაოთ. ისეთ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, რასაც მომავალში ინანებთ.

ქალწული
სამსახურის საქმეების მოგვარების და გარშემო ყოფებზე მზრუნველობისა დღეა. გაიუმჯობესეთ მატერიალური მდგომარეობა ან იზრუნეთ, რომ შემოსვალის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. გააუმჯობესებთ ურთიერთობა ნათესავებთან.

სასწორი
თუ არ აჩქარდებით და დაკვირვებით იმოქმედებთ, ყველა საქმესაც კარგად შეასრულებთ და გარშემო მყოფების პატივისცემასაც დაიმსახურებთ. გააუმჯობესებთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური

საკითხების მოგვარებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დააკვირდით ახალ კოლეგებს/პარტნიორებს. საყვარელ ადამიანს მეტ მზრუნველობას ნუ მოსთხოვთ.

მშვილდოსანი
სანამ ახალ საქმეს ხელს მოკიდებთ, ეცადეთ, კარგად გაერკვეთ დეტალებში. გაიუმჯობესეთ კვებისა და დასვენების რეჟიმი. კარგი დღეა ნატურალური პრეპარატებით, ხალხური მედიცინით მკურნალობა.

თხის რქა
მეტად ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, შვილებთან. ზოგიერთი ბინაში რემონტის გაკეთებას გადაწყვეტს.

მერწყული
ფინანსური საკითხების მოგვარება მეტ დაკვირვებას მოითხოვს. საოჯახო, სააგარაკო საქმეები ახლობლების დახმარებით შეასრულეთ. მეტი დრო გაატარეთ მშობლების გვერდით.

თევზები
მგზავრობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. დილა დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმეთ. სირთულეებს მარტივად დაძლევთ. იყავით გაბედული და თამამად იმოქმედეთ.

კომენტარი

×