13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შემოქმედებითი იდეების განხორციელების, სარეკლამო აქციებისა და დღესასწაულების მოწყობის დღეა. შეგიძლიათ თავს თავსუფლების უფლება მისცეთ, იხუმროთ. შვილებთან ერთად გასართობ ცენტრებს ეწვიოთ.
კურო
ეცადეთ, თქვენი ცხოვრება მეტად საინტერესო და მხიარული გახდეს. იყავით მეგობრული და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. თქვენგან შორს მცხოვრებ ახლობლებს ინტერნეტით შეეხმიანეთ.

ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით წარსულში დაბრუნდეთ. განაახლეთ მიტოვებული საქმეები, ურთიერთობები. ნუ ჩაიციკლებით სირთულეებზე. თუ სწავლა მიტოვებული გაქვთ, მის აღდგენაზეც იზრუნეთ.

კირჩხიბი
ფულის ხარჯვა მოგიწევთ საჩუქრებსა და გართობაზე. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. კარგი დღეა თანამედროვე ტექნოლოგიების ასათვისებლად და დამატებითი შემოსვალის მოსაძიებლად.

ლომი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე ხართ. არ გაგიჭირდებათ ახალი იდეების განხორციელება. თუ დახმარება გჭირდებათ, არ მოგერიდოთ, თამამად მოითხოვეთ. ეცადეთ, არ გამოიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც კომპეტენტური არ ხართ.

ქალწული
მეტი თავისუფლება (ფიზიკურიც და სულიერიც) მიანიჭეთ საკუთარ თავს. დაძლიეთ სიმორცხვე. სასიამოვნო მოსაუბრესთან ან მეგობრებთან შეხვედრით გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

სასწორი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. შემოქმედებითი იდეების განხორციელების, ურთიერთობების დღეა. ზოგიერთი პირადი და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებით იქნება დაკავებული. გადახედეთ კლიენტთა ბაზას, განაახლეთ, შეავსეთ იგი.

მორიელი
ახალი თანამშრომლები

გამოსაცდელი ვადით მიიღეთ და დააკვირდით მათ. შეიძლება ახალგაზრდა კოლეგებისაგანაც ისწავლოთ ახალი. გადახედეთ პირად გეგმებს შეიძლება ზოგიერთ საკითხზე გაათანამედროვოთ თქვენი შეხედულებები.

მშვილდოსანი
წარმატებული და პოზიტიური დღე გელით. რთულ სიტუაციაშიც კი მარტივად იპოვით გამოსავალს და წარმატებასაც მიაღწევთ. სასიამოვნო სიახლეებს მიიღებთ საზღვარგარეთიდან. შეიძლება განაახლოთ ძველი მიმოწერა ან ფლირტი.

თხის რქა
არასტანდარტულ სიტუაციებში აღმოჩნდებით და შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. ზოგიერთი შეიძლება სარისკო სიტუაციაში აღმოჩნდეს. სიახლეები გელით ოჯახურ სფეროში.

მერწყული
გადახედეთ იდეებს. შეიძლება ზოგიერთი განახლებას საჭიროებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს. მას შეიძლება თქვენი რჩევა დასჭირდეს. ნუ ეცდებით ადამიანების გაკიცხვას, მათი დანაშაულის გამომზეურებას.

თევზები
პოზიტიურ განწყობაზე ხართ და ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ სასიამოვნო მოვლენებზე გაამახვილოთ. განაახლეთ მიმოწერა ახლობლებთან. ზოგიერთი შეიძლება მიტოვებულ საქმეებს, ურთიერთობებს მიუბრუნდეს.

კომენტარი

×