სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი რომანტიკული განწყობა და ფიქრები მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, შეამციროთ მიმოწერა და კონტაქტები, თუ არ გსურთ გვიანობამდე სამსახურში შემორჩეთ. მეტად დაეხმარეთ მანდილოსნებს.
კურო
სხვა დღისთვის გადადეთ აქსესუარების, კოსმეტიკისა და ლამაზი ნივთების შეძენა. ყოყმანსა და რჩევაში შეიძლება სულ სხვა ნივთით დაბრუნდეთ შინ. იყავით აკურატული გათვლებში. ზოგიერთი გარიგება შეიძლება ჩაგეშალოთ პარტნიორების გამო.

ტყუპი
ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობთ, რამდენიმე საქმეს აგვარებთ. ეს ენერგიის დაცლას და გადაღლას ნიშნავს. განსაკუთრებით, მანდილოსნებისთვის. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მეტი დრო დაუთმეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

კირჩხიბი
დღეს სხვების პრობლემები საკუთარზე მეტად გაღელვებთ. შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობარს, პარტნიორს შეხვდეთ. შეიძლება ზოგიერთ ახლობელზე პიკანტური დეტალები შეიტყოთ. შეფერხებაა მოსალოდნელი სწავლასთან, მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ლომი
ინფორმაცია გაუზიარეთ თანამოაზრეებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა მოდების ჩვენებაზე წასასვლელად ან პარფიუმერულ მაღაზიაში შესასვლელად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
ცოტა დაბნეული ხართ. მთელი დღე გახლეჩილი იქნებით კარიერას, ვალდებულებასა და ოჯახს შორის. ნუ ეცდებით, ყველას მოაწონით თავი. ნუ აჩქარდებით, როცა საქმე ეხება ფინანსებს, ქორწინებას. გადახედეთ პროფესიონალურ კონტაქტებს.

სასწორი
დღეს ნებისმიერ ჯგუფს და სფეროს თამამად შეუერთდებით. საზღვარგარეთ მყოფ ნიშნებს ადაპტაციასთან შეექმნებათ პრობლემები. შეიძლება საზღვარგარეთ შემოგთავაზონ სწავლა ან მუშაობა. ნუ აჩქარდებით პასუხის გაცემისას.

მორიელი
მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. შეიძლება საეჭვო ადამიანების საზოგადოებაში აღმოჩნდეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფების აზრი და საყვარელი ადამიანთან ურთიერთობა, თავს უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩაიდებთ.

მშვილდოსანი
ნუ ეცდებით, ყველას მოეწონოთ, საკუთარ ინდივიდუალურობას დაკარგავთ. გარშემო მყოფების ჭირვეულობას მშვიდად შეხვდით. მანდილოსნები ნუ აჰყვებით მოდას, მეგობრების რჩევებს.

თხის რქა
ეცადეთ, არ გაასერიოზულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან (კლიენტები, თანამშრომლები) რომანტიკული ურთიერთობა სასიამოვნოა, მაგრამ არამყარი და არახანგრძლივი. შეიძლება გამოჩნდეს ძველი თანამშრომელი, პარტნიორი. დატვირთული დღე ელით იმ თხის რქებს, რომლებიც ინფორმაციასთან მუშაობენ.

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ სერიოზული საუბარი უფროსთან, მაგრამ კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური და სასიყვარულო საკითხების მოგვარებისას.

თევზები
თქვენი და გარშემო მყოფების განწყობა ცვალებადია. მეტ დაკვირვებას ითხოვს საოჯახო ვალდებულებების შესრულება. წარმატებული დღე ელით მოდისა და ესთეტიკის სფეროში მომუშავეებს. იყავით მეტად დიპლომატიური, გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100