სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ახალ იდეებს, გენიალურებსაც კი, ნურავის გაუმხელთ. ნუ წახვალთ მშობლების, გავლენიანი ადამიანების ნების წინააღმდეგ.

კურო
დილიდან ავანტიურულ განწყობაზე ხართ. ექსპერიმენტების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. მნიშვნელოვან საქმეებს საღამოსთვის ნუ გადადებთ.

ტყუპი
მიმოსვლის, სპორტისა და გართობის დღე გელით. დღის ბოლოს შეიძლება ცვლილებები შეიტანოთ კარიერაში, მკურნალობაში. ეცადეთ, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება.

კირჩხიბი
დილა ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. არ "დააგდოთ" ტემპი. მოულოდნელად ზოგიერთ საკითხში შეიძლება სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ. საღამოს საქმიან პარტნიორთან ან მნიშვნელოვან კლიენტთან დიალოგი გელით.

ლომი
დილას იქნებით არტისტული, აზარტული, სასიყვარულო თავგადასავლისთვის მზად. საღამოს მოიმატებს ოჯახური ვალდებულებები. შეიძლება უგუნებობამ შეგახსენოთ თავი.

ქალწული
დილას საქმიანი და ორგანიზაციული საკითხებით იქნებით დაკავებული. მეტი დრო დაუთმეთ იურიდიულ და სამოგზაურო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებას. მშობლებმა აკონტროლეთ შვილების სწავლა და კონტაქტები.

სასწორი
საღამომდე გადაადგილების, გარიგებების, საქმიანი ინფორმაციების გაცვლით იქნებით დაკავებული. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. განსაკუთრებით, თქვენთვის უცხო ადგილებში.

მორიელი
საქმიანი და დაკვირვებული იქნებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფაქტები გაანალიზეთ და სამომავლო გეგმა ჩამოწერეთ. საღამოს კოლეგასთან ან ნათესავებთან მოგიწევთ თათბირი.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. ყველა რთული საქმიდან მარტივ გამოსავალს იპოვით. გარშემო მყოფები მცირე შეცდომას გაპატიებენ. კარგი დღეა იურიდიული და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად.

თხის რქა
დღეს გარშემო მყოფების ვალდებულებებს უფრო ადვილად მოაგვარებთ, ვიდრე საკუთარს. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და დაგროვილი საქმეების მოგვარებას შეუდგებით. ან შეიძლება მეგობრებთან ითათბიროთ, სამომავლო გეგმა განიხილოთ.

მერწყული
საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. მხოლოდ ერთგულებს გაუმხილეთ საიდუმლოებები და გეგმები ან მათ, ვინც განხორციელებაში დაგეხმარებათ. მეტი დრო დაუთმეთ კარიერისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

თევზები
არ იზარმაცოთ, საშუალება მოგეცემათ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ მიზანს. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება დაგჭირდეთ გავლენიანი მეგობრის რჩევა. ყურადღება მიაქციეთ მიღებულ ინფორმაციებს. განსაკუთრებით, - უცხოეთიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100