სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეტად გამოავლინეთ თქვენი ინდივიდუალურობა, ნიჭი. პარტნიორებთან ერთად შეადგინეთ ახალი გეგმა პოლიტიკურ, სპორტულ და სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებით.
კურო
ენერგიული და მობილიზებული ხართ. მეტი დრო დაუთმეთ ბიზნესთან, მკურნალობასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

ტყუპი
აქტიური ხართ და კონკურენტებს მარჯვედ გაუმკლავდებით. თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობაში, იმოქმედეთ. თუ რუტინით დატვირთული ხართ, იყავით ერთგული დამხმარე.

კირჩხიბი
ახალი ტექნოლოგიები უნდა აითვისოთ. იზრუნეთ ფიზიკურ განვითარებაზე. მეტად გამოავლინეთ ოპერატიულობა და გამომგონებლობა. დღეს გარშემო მყოფებს დახმარებაზე (ტექნიკურ, სატრანსპორტო) უარს ნუ იტყვით.

ლომი
ძველ საქმეებსაც წარმატებულად დაასრულებთ და ახლების დაწყებისთვისაც კარგ გუნდს შემოიკრიბავთ. სურვილი გაიჩნდებათ, თქვენი ძალები მოსინჯოთ პოლიტიკაში, შოუბიზნესში, სარეკლამო და შემოქმედებით სფეროებში.

ქალწული
დღეს ნაკლები უნდა ილპარაკოთ და მეტი გააკეთოთ. განსაკუთრებულად უნდა გააქტიურდნენ ის ნიშნები, რომლებსაც ინდივიდუალური ბიზნესი ან ოჯახური ტრადიციების აღდგენა აკისრიათ. უცნაურობებსა და გაუგებრობებს სიფრთხილით მოეკიდეთ.

სასწორი
ახალი მეგობრების გაჩენის, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაქვთ. მეტად ისარგებლეთ ინტერნეტის სერვისებით. მოერიდეთ ინტრიგებს, გაუგებრობებს მგზავრობისას.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეს უფრო არალეგალური შემოსავალი ან ფულადი დახმარება იქნება. სპორტსმენ, მოგზაურ და ბიზნესმენ ნიშნებს გამართული უნდა ჰქონდეთ ავტომობილი და კომპიუტერული პროგრამა.

მშვილდოსანი
დღეს თქვენი ღიმილი და დიპლომატიურობა ნებისმიერ კარს გაგიღებთ. დახმარებაზე გარშემო მყოფებიდან არავინ გეტყვით უარს.

თხის რქა
მოიცილეთ ბნელი ფიქრები. მეტად დაკავდით სპორტით, შემოქმედებითი საქმიანობით. ინტერნეტში შეიძლება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციებს, რჩევებს მიაკვლიოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მერწყული
დაკვირვება გმართებთ, როცა გამდიდრების მარტივ მეთოდს ან ქველმოქმედებაში მონაწილეობას შემოგთავაზებენ. რუტინას თავს დააღწევთ და მეგობრებთან შეხვედრით, თვალსაწიერის გაფართოების, ახალი მეგობრების გაჩენით დაკავდებით.

თევზები
ინტერესი გაგიჩნდებათ მოდის, სწავლის, რეკლამისა და პოლიტიკისადმი. ეცადეთ, იოლი ფულის შოვნის სურვილით ხაფანგში არ აღმოჩნდეთ. ნუ გახდებით სხვათა მანიპულაციების მსხვერპლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100