სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა გაიგოთ, გღალატობთ თუ არა საყვარელი მამაკაცი - ფსიქოლოგიური ხრიკები

როგორ უნდა გაიგოთ, გღალატობთ თუ არა საყვარელი მამაკაცი? პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა დაივიწყოთ ეჭვიანობა და მთლიანად დაეყრდნოთ შიშველ ფაქტებს, ისე, რომ თქვენ აკონტროლოთ ემოციები და არა პირიქით!

პირველად რომელი ფაქტები მეტყველებს მამაკაცის ღალატზე?

სხვა ქალის მიმართ თბილი დამოკიდებულება - თუ თქვენს მამაკაცს მოულოდნელად გამოუჩნდა მდედრობითი სქესის ახალი მეგობარი ან სამსახურში, ან ძველი სტუდენტობის დროინდელი ან თუნდაც სკოლის პერიოდში დამეგობრებული და მოულოდნელად აღადგინეს ურთიერთობა, ამასთან დროს ხშირად ატარებენ ერთად, ეს უკვე მიზეზია იფიქროთ, რომ საქმე ახალი ფარული რომანისკენ მიდის. მით უმეტეს, თუ მათი შეხვედრა თქვენს გარეშე იმართება ხოლმე. ეჭვიანობასა და სკანდალების მოწყობას აზრი არ აქვს, რადგან აქეთ დაგადანაშაულებთ და ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი თავი „დაიძვრინოს“. მას შეუძლია ისიც კი გითხრათ, რომ „ის ქალი“ მისთვის დასავითაა.



სამსახურიდან რეგულარული დაგვიანება - თუ თქვენმა მეუღლემ მოუხშირა სამსახურიდან სახლში გვიან დაბრუნება, მიზეზად კი სულ ერთსა და იმავეს გეუბნებათ (ასე მაგალითად, ბევრი საქმე ჰქონდა და შეყოვნდა), ასევე მოუხშირა მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წასვლას ან გვიანობამდე „მათთან ერთად ქეიფს“ (ხანდახან შეიძლება დარჩეს კიდეც ღამით „მათთან“), ეს კიდევ ერთი სიგნალია თქვენთვის, რომ მის ერთგულებაში ეჭვი შეიტანოთ, რადგან სრულიად შესაძლებელია სახლში მოუსვლელობა სხვა ქალთან წასვლის პირდაპირპროპორციული იყოს.



თუ ის თქვენს მიმართ გაცივდა - ინტიმური აქტი სულ უფრო შეცოტავდა (მიზეზად დაღლილობას ასახელებს), თავისუფალ დროს მარტო ყოფნა ურჩევნია, თქვენს გარეშე, თუნდაც კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ა.შ. ამ შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენს საყვარელ მამაკაცს ვნება და გრძნობები სხვა ქალისკენ აქვს მიმართული.



ღალატზე პირდაპირ მიმანიშნებელი ფაქტები - ქალისგან გაუთავებელი შეტყობინებები და ზარები, რომელსაც, ცდილობს, თქვენს თვალწინ არ უპასუხოს. ქალის სუნამო მის ტანსაცმელზე, ან თმა, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, დაკაწრული ზურგი (საყვარლები ხშირად ცდილობენ ცოლებისთვის მინიშნებების დატოვებას) - ეს უკვე უტყუარი სამხილებია, რომლებიც ღიად გეუბნებათ, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი თქვენი ერთგული აღარაა.



როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

საიდან შეიძლებოდა წამოსულიყო ღალატისკენ გადასადგმელი ნაბიჯი? შესაძლოა თქვენ იმაზე მეტ ყურადღებას ითხოვთ მეუღლისგან, ვიდრე იღებთ? ან არ უტოვებთ ადგილს, საკუთარი სივრცე ჰქონდეს? შესაძლოა გამუდმებული დაგვიანებებითა და მეგობრებთან დროის გატარებით ცდილობს დაივიწყოს ის არაკომფორტული გარემო, რასაც თქვენთან ხედავს და ამაზე მიგანიშნებთ თავისი მოუსვლელობით.



შესაძლოა, მეგობარი ქალის გამოჩენით ცდილობს ის სიცარიელე შეავსოს, რასაც თქვენთან ურთიერთობისას განიცდის, რადგან წყვილს შორის მეგობრული კავშირი სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იყავით უფრო ლმობიერები, მოსიყვარულეები, აგრძნობინეთ, რომ გიხარიათ მასთან ყოფნა და მასაც გადაედება ეს ბედნიერება, რაც პროცენტულად გაზრდის იმის შანსს, რომ სხვა ქალისკენ გულმა არ გაუწიოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100