10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან პოზიტიურ განწყობაზე ხართ და დაგროვილ საქმეებთან გამკლავება არ გაგიჭირდებათ. წარმატება გელით ყველა სფეროში. განსაკუთრებით, სარეკლამო და შემოქმედებით სფეროში. დაუმეგობრდით საკუთარ შვილებს.

კურო
თქვენს შრომისუნარიანობასა და განწყობაზე განსაკუთრებით მოქმედებს ოჯახური სიტუაცია. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, სარეკლამო და გასართობი აქციებისთვის. მანდილოსნები კომუნიკაბელურები და მომხიბლელები ხართ და მოიმატებს თქვენდამი ინტერესი მამაკაცებში.

კირჩხიბი
დღეს საკუთარი თავისა და ახლობლების განებივრების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძინეთ მოდური ნივთები და საჩუქრები - ბავშვებისთვის. საღამოს დაესწარით წვეულებას, მეგობრულ შეხვედრას.

ლომი
წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეში მოგემართებათ ხელი. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობაზე, იმიჯზე ზრუნვას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

ქალწული
თუ გსურთ, ღირსეულად დაგაფასონ, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ნურც ჩრდილში იდგებით. პირად ურთიერთობაში ცოტა ავანტიურა გაგახალისებთ კიდეც.

სასწორი
ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, შეიძლება ახალი სიყვარულიც გეწვიოთ. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას, მეგობრულ შეხვედრას.

მორიელი
დღეს ყველაფერს შრომის შედეგად მიაღწევთ. შეიძლება უფროსმა ან საქმიანმა პარტნიორმა განსაკუთრებული მოთხოვნები წამოგიყენოთ. იმისათვის, რომ გუნდში დარჩეთ, გუნდურ წესებს უნდა დაემორჩილოთ. თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს მანდილოსანი.

მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მოგზაურობის დასაწყებად. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი ელის. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ინტერესი ეგზოტიკური ქვეყნებისადმი.

თხის რქა
მართალია, სიახლეები გწადიათ, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ გარისკოთ და დაკვირვებულად იმოქმედოთ. დასასვენებლად მყოფ ნიშნებს საკურორტო რომანი ელით. დაქორწინებულებს - სასიამოვნო სიახლეები.

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას პარტნიორებთან. განსაკუთრებით, კონკურენტებთან. იყავით მეტად დიპლომატიური. საზოგადოებაში მეტად პატივი ეცით იქ მიღებულ წესებს.

თევზები
დღეს კრეატიული უნდა იყოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან. მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან.

კომენტარი