სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს გარშემო მყოფებზე, მათ გადაწყვეტილებებზე იქნებით დამოკიდებული. დამოუკიდებლობას საღამოს მოიპოვებთ. შეიძლება მეგობრებმა შინ მიგიპატიჟონ. ზოგიერთს კი თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდება.

კურო
გაერკვიეთ, რა გსურთ და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ გექნებათ მოგების (კონკურსში, ლატარიაში) იმედი. მხოლოდ გამოცდილ მეგობრებს ენდეთ და მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობას.

ტყუპი
მეოცნებე და ფანტაზიებისადმი მიდრეკილი ხართ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და მედიკამენტების მიღებას. ახალი საქმეების დაწყებისას მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ.

კირჩხიბი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. დღეს შემოვლითი გზებით მოგიწევთ სიარული და ახლობლებისთვის ტექსტების შეპარვით თქმა. თუ დასასვენებლად იმყოფებით, ნაკლები დრო გაატარეთ მზეზე.

ლომი
მეტი ყურადღება გმართებთ ოფიციალური შეხვედრებისას. მოერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას და უცნობებთან დამეგობრებას. აგრეთვე, საეჭვო საქმიანობაში გარევას.

ქალწული
ნუ ენდობით ადამიანებს, რომელთა პატიოსნებაშიც და პროფესიონალიზმშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ. მოერიდეთ ინტრიგას, ალკოჰოლის იღებას. ნუ გაამხელთ იდეებსა და გეგმებს.

სასწორი
თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, არც ახალი საქმეების შესრულება გაგიჭირდებათ და არც უცხო გარემოში ორიენტირება. ყურადღება გმართებთ მგზავრობისას, მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მორიელი
დაუფიქრებლად ნუ დაეთანხმებით ახალ შემოთავაზებებს. შეიძლება ან თავად შეგეპაროთ პარტნიორების პატიოსნებაში ეჭვი, ან თავად გახდეთ მათი ეჭვების გმირი. ყურადღება გმართებთ გადაზიდვებისას, ფულის გადარიცხვისას. საჭესთან კი სიფრთხილე გმართებთ.

მშვილდოსანი
იყავით მაქსიმალურად გულწრფელი და პატიოსანი. შეიძლება ადვილად გამოავლინოთ ახლობლის ღალატი. ნუ დაუსვამთ ჯვარს ახალ რომანს ან საქმეს, თუ რაღაც არ მოგეწონათ. ყურადღებით გაერკვიეთ დეტალებში.

თხის რქა
ყურადღებით და დაკვირვებულად იმუშავეთ. აკონტროლეთ პარტნიორები/კოლეგები. გადაამოწმეთ დოკუმენტები, სანამ ხელს მოაწერთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას.

მერწყული
დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა მიმოსვლების, მიმოწერისა და კონტაქტებისთვის. საღამოს მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა, რომანტიკული პაემანი.

თევზები
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დილით დაგეგმეთ. გაისეირნეთ ქალაქგარეთ, საინტერესო ადგილებში და ფოტოაპარატზე აღბეჭდეთ ლამაზი კადრები. საღამოს გაგიჭირდებათ გრძნობებში გარკვევა. სახლიდან შორს მყოფ ნიშნებს ნოსტალგია ელით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100