სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით დაკვირვებული და თანმიმდევრული. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. აქტიურობა დღის მეორე ნახევარში მოიმატებს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვისას. შეიძლება ფუფუნების საგნებზე მოგიწიოთ უარის თქმამ. ნუ გააფორმებთ კრედიტს და ნუ აიღებთ ვალს.

ტყუპი
გართობის დრო დასრულდა, დღეს დაკვირვებულად და თანმიმდევრულად უნდა იმუშაოთ. შეიძლება, შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი
სურვილებიც გაქვთ და ამბიციებიც. იყავით დაკვირვებული. ნუ გააკეთებთ საკუთარ თავზე ეკონომიას. დღეს შეიძლება შვილების, მშობლების გამო მოგიწიოთ ნერვიულობამ.

ლომი
თავდაჯერებული ხართ და თუ კარგად გათვლით მოვლენებს, დააკვირდებით დეტალებს წარმატებასაც მიაღწევთ. მეტად გამოავლინეთ პროფესიონალური ეტიკეტი.

ქალწული
შეიძლება სიზარმაცემ ან ნაკლებ ენერგიულობამ ხელი შეგიშალოთ სასურველის მიღწევაში. ბევრს ნუ იფიქრებთ და აწონ-დაწონით. მეტი დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

სასწორი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დაწყებული საქმეები. ზოგიერთი საკუთარი სიცოცხლის, ქონების დაზღვევას გადაწყვეტს. ის თანხა იმყოფინეთ, რაც გაქვთ, ვალს ნუ აიღებთ.

მორიელი
პარტნიორებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, მაგრამ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. შეყვარებულმა ან დაქორწინებულმა ნიშნებმა შეადგინეთ საქორწინო ხელშეკრულება.

მშვილდოსანი
ზოგიერთი ფულის დაგროვებას გადაწყვეტს სწავლის ან მოგზაურობისთვის. რომანტიკული გრძნობები საქმით უნდა დაამტკიცოთ. თუმცა, ურთიერთობაში სიცივე და გაურკვევლობა გელით უცხოეთში მცხოვრებ სიმპათიის ობიექტთან.

თხის რქა
გვერდზე ნუ გადადებთ სურვილების ასრულებას, გეგმების რეალიზებას. უფრო მეტი დაკვირვება მოგეთხოვებათ მუშაობისას. თუ დიჯად და მიზანმიმართულად იმოქმედებთ, შეუძლებელს შეძლებთ.

მერწყული
სასიყვარულო ურთიერთობისა და შემოქმედებითი ამბიციების გამო მოსალოდნელია უსიამოვნება ოჯახის წევრებთან, სამსახურში. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფერი მოასწროთ. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

თევზები
ნუ გაფლანგვათ ფულს. ყიდვისას შეამოწმეთ საქონლის ხარისხი და ვადა. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას, მათ აღზრდას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100