სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა მიაგნეს მარტივ გზას სექსუალური ცხოვრების მოსაწესრიგებლად

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორი მინცმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულ ძილს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში. რაც უფრო მეტ ხანს სძინავს ადამიანს, მისი ორგანიზმი დასვენებულია და უფრო ჯანსაღად მიმდინარეობს შიდა პროცესი, რომელიც აღგზნებისთვის მთავარი მამოძრავებელია.

როგორც გამოცემა The Conversation იუწყება, მინცი პროექტის ფარგლებში უამრავ ამერიკელზე დაკვირვებით მივიდა დასკვნამდე, რომ ჯანსაღი სექსი მოწესრიგებულ ძილთან პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული. იგივე დაკვირვებიდა აღმოჩნდა, რომ ყოველი მესამე ადამიანი სექსუალურ ცხოვრებას უჩივის. მამაკაცთა 31%, ხოლო ქალების 45% ძილთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება და ასევე უკმაყოფილოა საკუთარი ინტიმური კავშირით.

როგორც ფსიქოლოგი წერს, ეს ორი არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთმანეთზეა დამოკიდებული - კარგი სექსის მერე ძილი უფრო მშვიდი და ხანგრძლივია და პირიქით - მშვიდი და ხანგრძივი ძილი კარგი სექსის გარანტია. მათი არ არსებობის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სტრესს, გაღიზიანებულია, უჩივის უხასიათობას და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100