7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ საეჭვო და სარისკო საქმიანობას. დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამ მოგიწიოთ; იყავით დაკვირვებული.

კურო
მოერიდეთ ფულის ფლაგვას, საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. თავშეკავებულად იმოქმედეთ და ნუ გადაეშვებით ავანტიურაში.

ტყუპი
ურთიერთობებისა და კონტაქტების გამყარების დღეა. თუმცა, ახალგაცნობილებს ძალიან ნუ გაუშინაურდებით. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.

კირჩხიბი
ნუ ინერვიულობთ წვრილმანები გამო. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ლომი
ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი. დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაკვირვებული იყავით.

ქალწული
შეხვედრებისა და ურთიერთობების დარეგულირებების დღეა. გაგიუმჯობესდებათ მტერიალური მდგომარეობა. შეიძლება გავლენიანი მფარველიც გამოგიჩნდეთ.

სასწორი
დილას მნიშვნელოვან საქმეებსა და შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.

მორიელი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს შესასრულებელ საქმეებს ხვალისთვის ნუ გადადებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მშვილდოსანი
თავშეკავებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საკუთარი აზრი დიპლომატიურად გამოთქვით. ნუ გადავარდებით ილუზიებსა და ავანტიურაში.

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

მერწყული
ყურადღება გმართებთ ახალგაცნობილებთან. ობიექტურად გაანალიზეთ საკუთარი შესაძლებლობები და მეტად კრიტიკული იყავით თქვენი თავისადმი.

თევზები
მოიმატებს ენერგიულობა და გაგიჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის სურვილი. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხარულეთ.

კომენტარი