6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ერძი
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. ფული მოზომილად ხარჯეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

კურო
საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. მცირე კამათიც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს.

ტყუპი
ნუ გადაიღლებით, ნურც ემოციურად და ნურც ფიზიკურად. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და საოჯახო საქმეებისადმი. ბავშვებთან ერთად გართობა სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

კირჩხიბი
საქმიანი შემოთავაზეები დაკვირვებით განიხილეთ. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.

ლომი
მეტად დაისვენეთ, ნუ დაიტვირთავთ თავს რთული საქმეებით. მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ქალწული
ნუ გაართულებთ ურთიერთობას სამართალდამცველებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები და საოჯახო ვალდებულებები. დღის მეორე ნახევარში მეტად დაისვენეთ.

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები. ნუ გადაიღლებით, ემოციურად და ფიზიკურად. გამოავლინეთ მეტი თვითკონტროლი და დისციპლინა.

მორიელი
აქტიური, ვალდებულებებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

მშვილდოსანი
სწორად გადაანაწილეთ ვალდებულებები და მეტად დაზოგეთ საკუთარი დრო. აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია განწყობის ცვლილება.

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობა, მკურნალობის დაწყება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან, მეგობრებთან. მოერიდეთ ხორციანი კერძებისა და ალკოჰოლის მიღებას.

მერწყული
ოპტიმისტური დღე გელით. ახალი სამსახური ან პარტნიორი გამოგიჩნდებათ. ზომიერება და ტაქტი გმართებთ ყველაფერში. გაგიმრავალფეროვნდებათ პირადი ცხოვრება.

თევზები
ნუ გაჯიუტდებით. დაუჯერეთ უფროს, მშობელს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კომენტარი