სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეიძლება პარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ. მშვიდად შეხვდით მოვლენებს. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას ახლობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ მათი პრობლემების მოგვარებას.

კურო
დღის პირველი ნახევარი საქმეებითა და შეხვედრებით გექნებათ დატვირთული. შუადღეს დასვენებისთვის უნდა გამონახოთ დრო. საღამოს კარგია საუბრები, ფლირტი, მეგობრების შინ მიპატიჟება.

ტყუპი
ახალი იდეები გაგიჩნდებათ. შეიძლება შეიცვალოს საქმიანი პარტნიორი, პროექტი. რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.

კირჩხიბი
შეხვედრებითა და საქმეებით დატვირთული დღე გელით. შეიძლება ახლობლების საქმეების მოგვარებაც მოგიწიოთ. ეცადეთ, ყურადღება არავის მოაკლოთ. საღამო დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმეთ.

ლომი
საქმეები და ვალდებულებები გარშემო მყოფებს გადაუნაწილეთ. თავად კი მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას.

ქალწული
გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ ინტრიგებში, ჭორებში. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებულ პროექტებს. საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

სასწორი
ყურადღება გმართებთ ახალგაცნობილებთან. ზედმეტად ნუ ენდობით მათ. შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ. თუმცა, მათ ჯერ ნურავის გაუმხელთ. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს.

მორიელი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. ზოგიერთს წარმატებას მოუტანს ადრე დაწყებული პროექტები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებისადმი. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური და სასიყვარულო ურთიერთობა.

მშვილდოსანი
აქტიურად შეუდექით საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან, უსიამოვნებას - მეგობრებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

თხის რქა
ნუ გაჯიუტდებით, მშვიდად მოისმინეთ პარტნიორის აზრი. ნუ გახდებით ტყუილების, ინტრიგების მსხვერპლი.

მერწყული
კარგი დღეა გეგმებისა და საქმეების კორექტირებისთვის. მოერიდეთ უთანხმოებას ნათესავებთან. ყური დაუგდეთ უფროსების რჩევას. მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თევზები
ყურადღება გმართებთ ახალგაცნობილებთან. ნუ გექნებათ მათი დახმარების იმედი. საღამოს მეტად დაისვენეთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100