სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან დაპირისპირებას, კონკურენციას. ნუ იქნებით ჭირვეული და ეჭვიანი.

კურო
საკუთარი თავი და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. სხვა დღისთვის გადადეთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება.

ტყუპი
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას. თავად მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, სპორტულ აქტივობებს.

კირჩხიბი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მშობლებთან, ოჯახის წევრებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ლომი
საქმიანი შეხვედრების, მიმოსვლების, აქტუალური თემების განხილვის დღეა. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. დეტალურად განიხილეთ საკითხები, რომლებიც თქვენს ნათესავებს აინტერესებთ.

ქალწული
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან.

სასწორი
სხვა დღეებთან შედარებით აქტიური ხართ. მოიკრიბეთ ძალები, რათა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. საღამოს ნათესავებთან ერთად განიხილეთ სადღესასწაულო სამზადისი.

მორიელი
დღეს გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მოგინდებათ. იყავით ღიმილიანი, კეთილგანწყობილი. ზომიერება გმართებთ კვებასა და ფულის ხარჯვაში.

მშვილდოსანი
საქმიანი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ისინი რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

თხის რქა
აქტიურად იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად. თუმცა, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭებას. საღამოს ნათესავებთან ერთად შეადგინეთ სადღესასწაულო გეგმა.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. თებერვალში დაბადებულებს ახალი იდეების განხორციელება მოგინდებათ. გაგიტაცებთ: პოლიტიკა, საზოგადოებრივი საქმიანობა.

თევზები
გარშემო მყოფებთან უსიამოვნებები დილომატიურად მოაგვარეთ, მოერიდეთ კანონის დარღვევას. გაიუმჯობესეთ სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100