სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დანიშნეთ შეხვედრები, საქმიანიც და პირადი. მეგობრულ მიწვევაზე უარი არ თქვათ. გაგიტაცებთ ფილოსოფიის, სოციოლოგიის, რელიგის საკითხები.

კურო
სწრაფად უნდა მოაგვაროთ წვრილ-წვრილი საკითხები. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, არ გადადოთ მომავლისთვის მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება.

ტყუპი
შეხვედრების, მიმოწერის ბლიც-გამოკითხვების დღეა. შეიძლება განახლდეს ძველი პარტნიორობა. მეტად გამოავლინეთ დემოკრატიულობა და მეგობრულობა.

კირჩხიბი
კარგი დღეა დოკუმენტებთან სამუშაოდ. ყურადღება გმართებთ საქმიანი მიმოწერის დროს. ზოგიერთს ხანმოკლე მივლინება ელის. ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ.

ლომი
უამრავ ინფორმაციას მიიღებთ. განახორციელეთ კრეატიული, შემოქმედებითი იდეები. გაეცანით ახალ ლიტერატურას. საღამო შვილებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
იკონტაქტეთ ენერგიულ, ხალისიან ადამიანებთან. კარგი დღეა გულახდილი საუბრისთვის ოჯახის წევრებთან. რომანტიკულ ურთიერთობებში ცოტა სიმსუბუქე არ გაწყენთ.

სასწორი
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. დაუფარავად თქვით, რაც გაწუხებთ. კარგი დღე ელით, ჟურნალისტებს, კონსულტანტებს და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

მორიელი
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, ჯამრთელობა. თქვენი რჩევისა და დახმარების გარეშე ახლობლებს არაფერი გამოუვათ. იყავით გულწრფელი და მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ინფორმაციის მიღებისა და მიმოწერისთვის. საქმიანი შეხვედრა მსუბუქად წარმართეთ. ნუ მოგერიდებათ და საყვარელ ადამიანს გამოუტყდით გრძნობებში.

თხის რქა
ახალი იდეები და მოსაზრებები კოლეგებს, ოჯახის წევრებს გაუზიარეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია. ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს.

მერწყული
ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში. მივლინების, მგზავრობის დროს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. კარგი დღეა სწავლისა და ინფორმაციის მოსაძებნად.

თევზები
ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რასაც დღეს წარმატებით გააკეთებთ. მოერიდეთ გაუგებარ სიტუაციებს, ფრაზებს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100