სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოპონენტებთან. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. ეცადეთ უსიამოვნებებს იუმორით შეხედოთ.

კურო
იყავით დიპლომატიური. განსაკუთრებით ჭირვეულ ოპონენტებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან და გამონახეთ დრო მეგობრებისთვისაც.

ტყუპი
მოერიდეთ სარკასტულ, უადგილო ხუმრობას. რუტინული საქმეებისგან მოგაცდენთ სატელეფონო ზარები, მიმოწერა. მოსალოდნელია გადაადგილებები.

კირჩხიბი
ნუ მოცდებით ფლირტსა და ჭორებზე. მოსალოდნელია ფულის დაკარგვა ან გამოუსადეგარი ნივთის შეძენა. თუმცა, ბავშვებს განწყობას გაუხალისებთ მოდური სეზონური აქსესუარით, ტკბილეულით.

ლომი
საოჯახო ფული გონივრულად ხარჯეთ. მოლაპარაკებისას ნუ გაჯიუტდებით. ნუ იკამათებთ ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ იმიჯის შეცვლას, რემონტის დაწყებას.

ქალწული
დღეს ობიექტურად უნდა შეაფასოთ მოვლენები, გარშემო მყოფების საქციელი. გზაში ან ოფისში შეიძლება გადაეყაროთ მომაბეზრებელ ადამიანებს. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან.

სასწორი
საქმიანი შეხვედრებიც მეგობრულ გარემოში დაგეგმეთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფინანსური და სასიყვარულო სფერო.

მორიელი
იყავით კომუნიკაბელური, მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და დადებითი თვისებები. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. იუმორით შეხედეთ უსიამოვნებებს.

მშვილდოსანი
დღეს თქვენი ნიჭი და იუმორის გრძნობა მეტად უნდა გამოავლინოთ. კარგი დღე ელით მხატვარ და ლიტერატორ ნიშნებს. მოერიდეთ გაუგებრობებს ურთიერთობებში.

თხის რქა
მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას. ყურადღება გმართებთ დოკუმენტებისადმი.

მერწყული
მზად იყავით, პარტნიორისგან მოსალოდნელია მოულოდნელი კითხვები ან შემოწმებები. შეიძლება გარშემო მყოფების ჩივილების მოსმენამ მოგიწიოთ. იყავით ტოლერანტული ახლობლების მიმართ.

თევზები
ურთიერთობების, მიმოწერის დღეა. ეცადეთ ზედმეტად არავინ შემოუშვათ თქვენს პირად სივრცეში. თუ აუცილებლობა არ მოთხოვს, ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს. იყავით დაკვირვებული არ დაუშვათ შეცდომები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100