სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ იდეა დაგებადებათ, განახორციელეთ, მაგრამ გარშემო მყოფების იმედი ნუ გექნებათ. საკუთარის მისაღწევად შრომა მოგიწვეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.


კურო
ზედმეტად სენტიმენტალური ხართ და ეცადეთ, ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს თქვენი მდგომარეობით. მოერიდეთ ფინანსურ ან ემოციურს საფრთხეს.

ტყუპი
ახლობლებს მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერაზე უარი არ უთხრათ. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. მოერიდეთ ალკოჰოლს, საკვებში - გადამეტებას.

კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საქმეები დილით დაგეგმეთ. ზოგიერთი დამატებითი განათლების, ცოდნის მიღებას გადაწყვეტს. საღამო ოჯახში გაატარეთ.

ლომი
მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ, განსაკუთრებით ბიზნესმენი ლომები. ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტს, სხვა დღისთვის გადადეთ საქველმოქმედო საქმიანობა.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი კლიენტების, ბიზნესპატრნიორების მოძებნა. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

სასწორი
მოაგვარეთ რუტინული საქმეები, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას უცხოელებთან და ნურც უცხოელ პარტნიორებს გაიჩენთ.

მორიელი
განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამოს მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

მშვილდოსანი
მოსალოდნელია ცვლილება ოჯახში, სანათესავოში. მოერიდეთ ემოციურ გადატვირთვას, ავანტიურიზმს. აგრეთვე, კალორიულ საკვებსა და გადაჭარბებას მედიკამენტებში.

თხის რქა
დღეს საქმეებს ვალდებულების გამო უფრო გააკეთებთ, ვიდრე სიამოვნებისთვის. რუტინულ საქმეებთან გასამკლავებლად გამოიყენეთ მუსიკა, გულითადი საუბრები ერთგულ ადამიანებთან.

მერწყული
ფულის ფლანგვა გელით მოგზაურობაზე, რომანტიკულ შეხვედრაზე. ეგზოტიკურ ტკბილეულობაზე. ახლობლებისადმი გულუხვობაც ზომიერი გმართებთ. თვის ბოლოს ვალი რომ არ აიღოთ.

თევზები
მოერიდეთ ავანტიურასა და ფანტაზიაში გადავარდნას. რუტინული საქმეების შესრულება მოგიწევთ, მაგრამ საღამოს შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100