სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის მთავარი საზრუნავია - შრომა და ფინანსები. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ ფინანსებთან დაკავშირებულ დავას. სხვა დღისთვის გადადეთ კაპიტალდაბანდება.

კურო
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის მიზეზს ნუ მისცემთ. კონკურენტები გააქტიურდებიან. ცვლილებები გელით შემოქმედებით საქმიანობაში.

ტყუპი
მეტ დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს. დაიცავით ტექნიკური უსაფრთხოება. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას; კონფლიქტს კოლეგებთან. სიფრთხილე გმართებთ შინაურ ცხოველებთან.

კირჩხიბი
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა შემოქმედებაში, კოლექტიურ საქმიანობასა და სიყვარულში. გახსოვდეთ, რომ "კამათში იბადება ჭეშმარიტება".

ლომი
დაიცავით პირადი და ოჯახური უფლებები. მოერიდეთ გაღიზიანებულობასა და ნეგატიური ემოციების გამოხატვას. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს.

ქალწული
კარგი დღეა ბიზნესის გასავითარებლად. მოერიდეთ დაპირისპირებას უცხოელ კოლეგებთან; უსიამოვნებას - კლიენტებთან, ოჯახის წევრებთან. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

სასწორი
სწრაფად და გაზრებულად იმოქმედეთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ვალის დაბრუნებას მოგთხოვენ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

მორიელი
კონკურენტებთან სამართლიანი ბრძოლა წამოიწყეთ. მოერიდეთ ლიდერობას და ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას. გაგიუმჯობესდებათ ინტიმური ცხოვრება.

მშვილდოსანი
იმდენად ენერგიული ხართ, რომ დამატებით სამუშაოსაც შეითავსებთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან და მედიკამენტებთან ურთიერთობისას. ქირურგიული ოპერაციები სხვა დღისთვის გადაიტანეთ.

თხის რქა
ჩაფიქრებულის ასრულებას მარტივად შეძლებთ. ვალდებულებებს მიუდექით არასტანდარულად და შემოქმედებითად. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან ურთიერთობას. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა.

მერწყული
სანამ რამე საქმეს შეასრულებთ, კარგად დაფიქრდით. შეიძლება საქმეში დიდი ენერგია ჩადოთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოთ. მოერიდეთ კამათს უფროსთან და მშობლებთან.

თევზები
კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. თუმცა, ძალიან ნუ დაიტვირთავთ თავს ვალდებულებებით. მეტად გამოვლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100