სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დიპლომატიურობა გმართებთ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას. ნუ დაარღვევთ ხელშეკრულებას, ეტიკეტს. საღამოს გაგიმძაფრდებათ ინტერესი ექსტრიმისადმი, მოიმატებს სექსუალურობა.

კურო
მეტი ყურადღება გმართებთ ვალდებულებებისადმი. აკონტროლეთ პარტნიორები, კოლეგები. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი
დილიდან შეუდექით საქმეების მოგვარებას. საკმაოდ დატვირთული დღე გელით. გამონახეთ დრო ბინის კეთილმოსაწყობად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი
დაიცავით საოჯახო ტრადიცია, სამსახურში - ეტიკეტი. შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და სექსუალური ცხოვრების გასამრავალფეროვნებად გამოიყენეთ საღამო.

ლომი
დილიდან შეუდექით სამსახურის საქმეების მოგვარებას. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

ქალწული
რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას; მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობა.

სასწორი
დამოუკიდებლად იმოქმედეთ, ნურავის ჩაახედებთ თქვენს პირად საქმეებში. კარგი დღეა დიეტის, ვარჯიშის დასაწყებად. ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და გააქტიურდით.

მორიელი
დილიდანვე მოგვარეთ საქმეები, ვალდებულებები. ნუ ჩაერევით გარშემო მყოფების კონფლიქტში. დააკვირდით მოვლენებს. გაერკვიეთ საქმიან ურთიერთობებში, კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან.

მშვილდოსანი
უფროსი მეგობრებისა და გავლენიანი პარტნიორების დახმარებით ყველა ვალდებულებას ადვილად გაართმევთ თავს. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. იყავით დაკვირვებული და გააზრებულად იმოქმედეთ.

თხის რქა
პროფესიული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება ნებისმიერი საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გააქტიურდებიან უცხოელი პარტნიორები. ეცადეთ, ემოციების გამო ცხოვრებისეული წესები არ შეგეცვალოთ.

თევზები
დილა საქმეების მოგვარეთ დაიწყეთ. კრიტიკულ სიტუაციებში შეინარჩუნეთ გონიერება. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საღამოს გაიუმჯობესეთ პირადი და სექსუალური ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100