სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გადაიხადეთ გადასახადები, ვალები. შეიძინეთ აუცილებელი ნივთები. საღამოს განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.

კურო
ახალი საქმეების დაწყებამდე რჩევა გავლენიან ადამიანებს ჰკითხეთ. დაეხმარეთ ბავშვებს სირთულეების დაძლევაში. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობა.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ რუტინულ საქმეებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა მგზავრობისა და რემონტისთვის. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

კირჩხიბი
საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებები დღეა. მოსალოდნელია ხანმოკლე მგზავრობები. ახლობლები ფულით, რჩევებით დაგეხმარებიან.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას. საქმიან პარტნიორებთან საჭირბოროტო საკითხები დიპლომატიურად დაასრულეთ.

ქალწული
დროს თუ სწორად გადაანაწილებთ, დღეს ბევრ საქმეს მოაგვარებთ. წარმატებული დღე გელით ბიზნესის, სამედიცინო და საკონსულტაციო სფეროებში.

სასწორი
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გადაიხადეთ ვალები, გადასახადები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მორიელი
მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უსიამოვნება მესამე პირის ჩარევის გარეშე მოაგვარეთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საკითხების მოგვარებას. მოერიდეთ უსიამოვნებას ფულის გამო. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თხის რქა
ისეთი საქმეები მოგვარეთ, რომლებიც სიამოვნებასაც მოგიტანთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების აღზრდას.

მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას და უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ნუ გადაიღლებით ნურც ფიზიკურად და ნურც ფსიქოლოგიურად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თევზები
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად; საქმიანი მოლაპარაკებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. გაგიუმჯობესდებათ მატერალური მდგომარეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100