სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებებია მოსალოდნელი კარიერასა და პროფესიაში. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა ვალდებულებებისადმი. კარგი დღეა ახალი წამოწყებისთვის, სამსახურის საძიებლად.

კურო
იყავით თავშეკავებული და დიპლომატიური. ზედმეტი სიმკაცრის გამო ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან თქვენთან თანამშრომლობაზე. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას.

ტყუპი
პოზიტიურად განეწყვეთ და პირადი ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. შეიძლება ახალი ინტერესი ან საინტერესო საქმიანობა გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საჭირო და გავლენიან ადამიანებთან. მეტად დაისვენეთ, სიფრთხილე გმართებთ პროფესიული და იურიდიული საკითხების მოგვარებისას.

ლომი
დღეს მიხვდებით, რომ გაკლიათ დრო, ერთგული თანამშრომლები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რათა ხელი არ შეგეშალოთ ვალდებულებების მოგვარებაში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან.

ქალწული
ნუ დანაღვლიანდებით, თუ გარშემო მყოფები თქვენს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ დააფასებენ. სხვა დღისთვის გადაიტანეთ პაემანი და სარეკლამო-გასართობი ღონისძიება.

სასწორი
იყავით მომთმენი გარშემო მყოფების მიმართ. შეიძლება დამატებით მოგიწიოთ საოჯახო ან სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებამ. ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს.

მორიელი
აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ საყიდლებს, ახალი საქმეების დაწყებას. საღამოს - შორ მანძილზე მგზავრობას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან, ნათესავებთან.

თხის რქა
ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს. გამოიყენეთ ცოდნა და იყავით მიზანმიმართული. ნუ გადაიტვირთებით ნურც გონებრივად, ნურც ემოციურად. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას. ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. გაფრთხილდით, სტრესული ტრავმული და კონფლიქტური დღეა.

თევზები
ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ოპტიმისტურად განეწყვეთ. სხვა დღისთვის გადადეთ იურიდიული საკითხების მოგვარება. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100