სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყურადღებით იყავით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ზოგიერთს გააღიზიანებს თქვენი წარმატება. მზრუნველი ნათესავები საოჯახო ვახშამს გიმზადებენ; საყვარელი ადამიანი სიყვარულით აგავსებთ.

კურო
კარგი პერიოდია პროფესიული საქმიანობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. კოლეგების საქმეებსაც მარტივად მოაგვარებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით და თავადაც მეტად უნდა გააქტიურდეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. იყავით გულახდილი და გულწრფელი ურთიერთობისას. რომანტიკული სიურპრიზი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი
სიურპრიზებითა და თავგადასავლებით მდიდარი დღე გელით, განსაკუთრებით საღამოს. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. უფროსი გაგაოცებთ და გააგნებივრებთ.

ლომი
იყავით მეტად პოზიტიური და მომთმენი გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობას. აუცილებლობის შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ პროფესიონალებსაც.

ქალწული
ადვილად გაართმევთ თავს დაგროვილ საქმეებს. შეიძლება შეჩერებულ პროექტებს მიუბრუნდეთ. ნუ მოგერიდებათ კოლეგების დახმარების თხოვნა. საღამოს ოჯახთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ.

სასწორი
იმდენად ხართ საქმეებით გატაცებული, რომ ვერ ამჩნევთ, გარშემო რა ხდება. ხშირად დაისვენეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმეთ.

მორიელი
მეტად დაისვენეთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. საღამოს გამონახეთ დრო და გაესაუბრეთ უფროს ნათესავებს.

მშვილდოსანი
კარგი დღე გელით, თუ თავად არ შეიქმნით უსიამოვნებებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. საყვარელი ადამიანი ყველა პირობას შეგიქმნით, რომ საღამოს მშვიდად დაისვენოთ.

თხის რქა
მშვიდი, წყნარი დღე გელით. კარიერული წინსვლა, დაწინაურება გელით. უფროსი კმაყოფილია თქვენი მუშაობით. საღამოს შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.

მერწყული
წარმატებული დღე გელით. თქვენი საქმიანობით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. ადვილად გაუმკლავდებით დაგროვილ საკითხებს. საღამოს კარგია ვარჯიში.

თევზები
სურვილების ასრულების დღე გელით. თუ თავად მოინდმებთ და არ იზარმაცებთ. ოჯახის წევრები გართობისა და დასვენების გეგმას შეგიდგენენ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100