სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოთმინება გმართებთ ახლობლების შეცდომებისადმი. საყვარელი ადამიანი გაამხნევეთ და დაეხმარეთ წარმატების მიღწევაში. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. სამსახურში ერთგული კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილ უსიამოვნებებს, შეფერხებებს და მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამომავლო პროექტები, მაგრამ მათი განხორციელება ერთი კვირით გადადეთ. საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას საჭიროებს.

ლომი
რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. უბრალოდ, მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დახმარება გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
წარმატებული დღე ელით საქმიან და რომანტიკულ ქალწულებს. ფორტუნა გწყალობთ, მაგრამ მუშაობისას ინტუიციაც უნდა მოიშველიოთ. სიურპრიზი გელით პირად ცხოვრებაში.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. ისინი პროფესიონალურ საიდუმლოებებს გაგიმხელენ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ.

მორიელი
თქვენი მხარდაჭერა შეიძლება ახლობლებსაც დასჭირდეთ და უცნობებსაც. იყავით გულისხმიერი და დაკვირვებული მუშაობისას. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მშვილდოსანი
საინტერესო და საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა. განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ნუ იჩქარებთ ახალი პროექტების დაწყებას. საღამოს პაემანზე საყვარელი ადამიანი არ ალოდინოთ.

თხის რქა
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საყვარელი ადამიანთან გულითადი საუბარი გელით, რაც დამოკიდებულებას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული
მცირე შეფერხებებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. იყავით მეტად აქტიური, მობილიზებული. ოჯახის წევრები თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ.

თევზები
რთულ საკითხებსაც კი მარტივად და სწრაფად მოაგვარებთ. რჩევა გამოცდილ და ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ. საღამო შეხვდით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100